20 იანვარს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში გაზაფხულის ფესტივალის, იგივე ჩინური ახალი წლის, აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩინურ კულტურასა და საახალწლო ტრადიციებს და უშუალოდ ჩართულიყვნენ სხვადასხვა სახის აქტივობაში.

ღონისძიება ჩინური ახალი წლის შესახებ ინფორმაციის გაცნობით დაიწყო, რასაც თბილისის უშუს ფედერაციის წარმომადგენელთა გამოსვლა მოჰყვა.

 

მთელი ღონისძიების მანძილზე სტუმრებს შეეძლოთ:

  • გაცნობოდნენ ჩინურ კალიგრაფიასა (შუფას) და მხატვრობას (კუოხუას):

  • ესწავლათ ქაღალდის ფიგურების (ძიენჭი) გამოჭრა, ჩინური კვანძების (ჭუნგკუო ძიე) დამზადება და ოპერის ნიღბების (ძინგძიუ ლიენფუს) გაფერადება:

  • დაეთვალიერებინათ ჩინური ტრადიციული სამოსი, დაეგემოვნებინათ ჩინური კერძები და მიეღოთ ჩინურად დაწერილი სახელები:

ამასთან, სამ ნაწილად ჩატარდა ვიქტორინა სახელწოდებით „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“, რომლის მონაწილეებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ და მოეწყო წინა წლებში გამართული ხატვის კონკურსის ნამუშევრების გამოფენა და კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია:

წყარო: Confucius Institute at Free University of Tbilisi (Georgia)