ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ საქართველოში თანდათან ძლიერდება[:]

0
5255

[:ka]

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის იდეა სამი წლის წინ წარმოიშვა, ინიციატივიდან ურთიერთობებში გადაიზარდა. 2015 წლიდან, კი ის უფრო და უფრო პოპულარული გახდა საქართველოში.

„ერთი სარტყელის, ერთი გზის” (B & R) ინიციატივა არის გლობალური შედეგების გაბედული ინიციატივა, რომლის საშუალებითაც ევრაზიის ორი ბოლო ერთმანეთს უკავშირდება. საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს და ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს. ქვეყნის მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში, მას ძალზედ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილმდებარეობად აქცევს.

2016 წელს ჩინეთი გახდა სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში. ახლახანს ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის ახალ გზებს ხსნის სამომავლო თანამშრომლობისთვის როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ სივრცეში.

ჩინეთი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩინეთი წარმოადგენს უმსხვილეს ეკონომიკურ ძალას. გარდა ამისა, ჩინეთის საერთაშორისო რეპუტაცია ნიშნავს ჩინეთისადმი ნდობას. ეს კი მისი აგრესიული პოლიტიკიდან შორს დგომით არის გამოწვეული.

ვფიქრობ, რომ თუ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივა ნამდვილად გააუმჯობესებს ხალხის ცხოვრების ხარისხს.

მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული განვითარების სტრატეგიის სამი მიმართულებაა: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფინანსების ხელმისაწვდომობა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ეროვნული განწყობა ხუთ საკითხზე მიუთითებს: სამუშაო ადგილები და უმუშევრობა, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა და ინფლაცია, პენსიები.

ამიტომაც, საქართველოსთვის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივა უნდა განვიხილოთ როგორც, პოტენციური გადაწყვეტა ისეთი საკითხებისა, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკური ზრდისთვის.

ვფიქრობ, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება ყველასთვის უმნიშვნელოვანესია და რაც უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება ამ ინიციატივაში, მით უფრო გაიზრდება უსაფრთხოების გარანტია, ანუ ქვეყნების დაინტერესება „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივით გადაიზრდება გარანტიაში, როდესაც თითოეული ქვეყანა გაიაზრებს, თუ რამდენად პრიორიტეტულია მშვიდობა.

ჩინეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულია პოზიტიური ურთიერთობები, რომელიც ახალი ინიციატივის ფარგლებში ახალი გზების და შესაძლებლობების ფართო სპექტრს გახსნის.

საქართველო, როგორც რეგიონი, ცნობილია როგორც ყველაზე პროდასავლური ქვეყანა, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და მისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება გარდაქმნას ბევრ ეკონომიკურ შესაძლებლობებად როგორც საქართველოსთვის, ისე  ჩინეთისთვის.

ასევე ვფიქრობ, რომ კულტურული ურთიერთობების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. უნდა ვეცადოთ, რომ  ხალხს უკედ გავაცნოთ ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ , ხალხმა მეტი უნდა გაიგოს სხვა ქვეყნების წარმომადგენლების შესახებ, უნდა მოვიპოვოთ ერთმანეთის ნდობა. ამ ყველაფერში კი კონფერენციების ჩატარება და უფრო მეტი სტატიების და წიგნების გამოქვეყნება დაგვეხმარება.

სტატიის ავტორია:  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუციუსის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მარინე ჯიბლაძე.

[:]