მარტი13 , 2024
ანალიტიკაკაცი, რომელმაც შეცვალა ჩინეთი, ანუ ვინ იყო ძიანგ წემინი

კაცი, რომელმაც შეცვალა ჩინეთი, ანუ ვინ იყო ძიანგ წემინი

ჩინეთის მე-5 პრეზიდენტის ცხოვრება და კარიერა

-

- Advertisment -spot_img

ძიანგ წემინი დაიბადა 1926 წლის 17 აგვისტოს, ჩინეთში, ძიანგსუს პროვინციის ქალაქ იანგჭოუში. ჩინელი ოფიციალური პირი, რომელიც იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩკპ) გენერალური მდივანი 1989–2002 წლებში და ჩინეთის პრეზიდენტი 1993–2003 წლებში.

ძიანგ წემინი ჰონგ კონგში, 1998 წელი

ძიანგ წემინი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოჩენილი ლიდერი, რომელიც სარგებლობდა მაღალი პრესტიჟით ჩინეთის კომუნისტური პარტიაში (ჩკპ) და მთელ ჩინეთში. მარქსისტი და პროლეტარი რევოლუციონერი, სახელმწიფო მოღვაწე, სამხედრო სტრატეგი და გამოცდილი დიპლომატი ძიანგ წემინი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კოლექტიური ხელმძღვანელობის მესამე თაობის ბირთვი და სამი წარმომადგენლის თეორიის (ჩკპ-ს მხირდან ჩინეთის მოწინავე საწარმოო ძალების განვითარების ტენდენციის წარდგენა) მთავარი დამფუძნებელი. მისი მმართველობის პერიოდში შემუშავდა “მრავალპორალური სამყაროს” კონცეფცია, გამყარდა ურთიერთობები და ჩინეთი გადავიდა აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე.

1997 წელს, ტენგ სიაოფინგის გარდაცვალების შემდეგ, ძიანგ წემინგი გახდა მთავარი ლიდერი და გააძლიერა თავისი ძალაუფლება. მან წარმატებით გააგრძელა ტენგის პოლიტიკა, რომელიც ფოკუსირებული იყო ეკონომიკურ ლიბერალიზაციასა და გლობალიზაციაზე, რის საფუძველზეც აიწია ცხოვრების დონემ და ამავდროულად, ქვეყანაში შენარჩუნდა პარტიის კონტროლი პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და სამხედრო საქმეებზე.

გამჭრიახი პოლიტიკოსი
პრეზიდენტი კლინტონი (მარცხნივ) და ძიანგ წემინი დახვედრის ცერემონიაზე. პეკინი თიანანმენის მოედანი, 1998 წელი. კრედიტი: Vincent Thian/ Associated Press

პარტიის ყოფილი ლიდერი და ჩინეთის უდიდესი ქალაქის, შანხაის ყოფილი მერი, ძიანგ წემინგი აღმოჩნდა ბევრად უფრო გამჭრიახი პოლიტიკოსი, ვიდრე ამას ბევრი წინასწარმეტყველებდა, მან ჭკუით აჯობა უამრავ პოლიტიკურ კონკურენტს. რამდენიმე წელიწადში გააძლიერა ძალაუფლება პარტიასა და სამხედრო ნაწილში, განსაკუთრებით ტენგის გარდაცვალების შემდეგ. 1997 წელს. პარტიაში და მთავრობაში მთავარი მოკავშირეების და პროტეჟების დაყენებით, სათავეში ჩაუდგა ე.წ. „შანგხაის დაჯგუფებას“, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობდა მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

ძიანგის ღიაობისა და მოქნილობის დამსახურებით, კომუნისტურ პარტიაში მიიღეს კერძო ბიზნესის მფლობელები – ფაქტობრივად, კაპიტალისტები. მან დაიწყო სახელმწიფოს საკუთრების შემცირება და კონტროლი ჩინეთის 300000 ინდუსტრიის ზოგიერთ ინდუსტრიაზე, დაწყებული პრივატიზაციის გეგმით 1997 წელს. 2001 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის პოსტის დატოვებამდე ერთი წლით ადრე, ძიანგმა განაცხადა, რომ პარტია ოფიციალურად მიიღებდა მეწარმეებს თავის წევრებად, რაც იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც გააძლიერა პარტია და გაზარდა ჩინეთის აყვავებული კერძო სექტორი.

გზა ხელისუფლებაში მოსვლამდე

1926 წელს დაიბადა აღმოსავლეთ ჩინეთში და დაამთავრა შანხაის ძიაოთუნგის უნივერსიტეტი ელექტროინჟინერიის განხრით. მამა, ძიანგ შიძიუნი,  ელექტროენერგეტიკულ კომპანიაში ბუღალტერის პოზიციაზე მუშაობდა, დედა, უ იუეცინგი ფერმერის ოჯახიდან იყო. ძიანგის ორი ბიძა კომუნისტური მოძრაობის აქტივისტები იყვნენ, იგი პარტიას შანხაიში, კოლეჯში სწავლის დროს შეუერთდა. გაიარა ინდუსტრიული ბიუროკრატია, 50-იან წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირში, მოსკოვში სტალინის საავტომობილო ქარხანაში მუშაობდა, ერთი წელი გაატარა რუმინეთში დიპლომატად. შემდგომ წლებში, ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში ხელმძღვანელობდა ტექნოლოგიურ კვლევით ინსტიტუტებს. თანდათანობით ამაღლდა პარტიის რიგებში. ჩინეთის “გახსნიდან” მალევე, 1980 წელს დააწინაურეს უცხოური ინვესტიციებისა და ვაჭრობის კომისიაში, ვიცე მინისტრის პოზიციაზე, რაც დაეხმარა სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნას კუანგტუნგისა და ფუძიენის პროვინციებში. ამ გამოცდილებამ, მას ადრევე გაასინჯა პოლიტიკური და ბიუროკრატიული დაბრკოლებების გემო, რომლებსაც საბაზრო რეფორმები აწყდებოდა. 1983 წელს ეკავა ელექტრონიკის ინდუსტრიის მინისტრის თანამდებობა, ხოლო 1982 წელს კი ჩკპ-ს ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა. მოგვიანებით, 1985 წელს იგი შანხაის მერად დანიშნეს, რამაც მას წვდომა მისცა სანაპირო რეგიონებში დაწყებულ კომერციულ ბუმთან. პოლიტიკურ ბიუროს ძიანგი შეუერთდა 1987 წელს.

1989 წელს პეკინში შეიცვალა ჩინეთის ხელმძღვანელობა და დემონსტრაციების ძალისმიერი ჩახშობის შემდეგ, ძიანგმა ჩკპ-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჭაო წიიანგი შეცვალა. მისი დაწინაურება აერთიანებდა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების ვალდებულებას და ჩკპ-ს პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების გადაწყვეტილებას. 1989 წელს ძიანგ წემინმა ტენგ სიაოფინგი შეცვალა პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე. 1991 წლის მაისში ძიანგ წემინი 1989 წელს გორბაჩოვის ვიზიტის საპასუხოდ, ეწვია მოსკოვს, რომელიც 1957 წელს მაო წეტუნგის ვიზიტის შემდეგ იყო ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტი. ძიანგმა ვიზიტი “საბჭოთა კავშირთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაგრძელებად” შეაფასა, თუმცა საბჭოთა კავშირის ჩინეთის მიმართ შეცდომები არ დაუვიწყებია. 1993 წელს ეროვნული სახალხო კონგრესის მიერ იგი აირჩა ჩინეთის პრეზიდენტად.

„მიმაჩნია, რომ რა პროფესიისაც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ ვინმეს შეუძლია ლიტერატურის კითხვითა და მუსიკით სიამოვნების მიღება, შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს პიროვნების ჯანსაღი ზრდისთვის“ – ძიანგ წემინი (CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში 1997 წ.)

ძიანგი თავისი ღია პიროვნებითა და კოსმოპოლიტური ნიჭის გარდა, ცნობილი გახლდათ მძიმე, შავი წრიული ფორმის სათვალეების ტარებით, მჭერმეტყველებით, ენების ცოდნითა და სხვა უნარების გამოვლენით. მათ შორის, აბრაამ ლინკოლნის გეტისბურგის მისამართის ინგლისურ ენაზე კითხვა  და უცხოელი დიდგვაროვნების წინაშე იტალიურ ენაზე შესრულებული სიმღერა “O Sole Mio”.

„ის ყოველთვის დიდ უპირატესობას ანიჭებდა აშშ-სთან ურთიერთობას და ვფიქრობ, რომ ის გარკვეულ რისკებზე წავიდა ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“, – კრისტოფერ კ. ჯონსონი.

ძიანგ წემინი 1997 წლის 1 ივლისს ჰონგ კონგის ჩინეთისთვის დაბრუნების ცერემონიაზე ხელს ართმევს პრინც ჩარლზს.

90-იანი წლების დასასრულს  ძიანგმა სცადა შეერთებულ შტატებთან დაელაგებინა ურთიერთობები. 1997 წელს, თითქმის ათწლეულის განმავლობაში აშშ-ჩინეთის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა.  მისი გადაწყვეტილებით დამტკიცდა ბილ კლინტონთან ერთობლივი პრესკონფერენციის ეროვნული ტელევიზიით პირდაპირი ტრანსლაცია, რომლის დროსაც იგი ჩაერთო ცხარე დებატებში აშშ-ს პრეზიდენტთან ჩინეთში ადამიანის უფლებების საკითხზე.

       

მისი მმართველობის წლები, ითვლება ოქროს ხანად ჩინეთის გლობალიზაციის მომხრეებისთვის. მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩინეთმა დაიბრუნა სუვერენიტეტი ჰონგ კონგზე, მოიპოვა პეკინში 2008 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება და ყველაზე მნიშვნელოვანი, შეერთებულ შტატებთან მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2001 წლის ბოლოს, შეუერთდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას.

“ეს ინტეგრაცია იყო ალბათ მთავარი კატალიზატორი ორნიშნა ზრდის ტემპებისთვის ათწლეულის ან მეტი ხნის განმავლობაში”, –
რობერტ ლოურენს კუნი, ბიოგრაფიის ადამიანი, რომელმაც შეცვალა ჩინეთი: ძიანგ წემინის ცხოვრება და მემკვიდრეობა. (2005) ავტორი. 

ჩინეთის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, კომუნისტური პარტიისთვის კეთილდღეობას მოჰყვა ერთი პრობლემა: როგორ ეპოვა ახალი დოქტრინალური საფუძველი მზარდი სიმდიდრისა და უთანასწორობის ფონზე. ძიანგის შეთავაზებული გამოსავალი – სამი წარმომადგენლის თეორია, მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიღწევა იყო. რაც ითვალისწინებდა, რომ პარტიას წარმოედგინა არა მხოლოდ მუშათა კლასი, არამედ სწორედ ის კლასები, რომლებსაც ოდესღაც მჩაგვრელებად თვლიდა: მდიდარი მეწარმეები და ბურჟუაზია.

2002 წელს ძიანგ წემინი გადადგა პარტიის ხელმძღვანელობიდან, ხოლო პრეზიდენტის პოსტი 2003 წელს დატოვა, თუმცა დარჩა პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარედ, 2004 წლამდე ზედამხედველობდა სახალხო განმათავისუფლებელ არმიას.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, უცვლელად რჩება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად, რომელიც მტკიცედ ერთგული იყო პარტიისა და სახალხო საქმისადმი. წარუშლელი მიღწევებით მოიპოვა თანაპარტიელებისა და ჩინელი ხალხის სიყვარული, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების ფართო აღიარება.

ჩინეთის მოქმედი ლიდერი სი ძინფინგი და ყოფილი ლიდერი, ძიანგ წემინი კომუნისტური პარტიის ეროვნული კონგრესზე. პეკინი, 2017 წლის 24 ოქტომბერი.

ძიანგ წემინი გარდაიცვალა 2022 წლის 30 ნოემბერს, მისი გარდაცვალების შესახებ განცხადებაში იგი ნახსენებია, როგორც “გამოჩენილი ლიდერი მაღალი რეპუტაციით”. 90-იანი წლების დასაწყისში, იგი ხელმძღვანელობდა ჩინეთს “მასიური სირთულეებისა და ზეწოლის” დროს, შემდეგ კი ქვეყანა მიიყვანა ბაზრის ზრდისა და სამხედრო მოდერნიზაციისკენ. კრიტიკულ მომენტებში მას ჰქონდა განსაკუთრებული გამბედაობა, მიეღო მტკიცე გადაწყვეტილებები”, – ნათქვამია ჩკპ-ს განცხადებაში. ძიანგ წემინს 6 დეკემბერს დაკრძალავენ.

 

წყარო:

  1. Global Times
  2. CNN
  3. Britannica
  4. NYTimes
  5. ჩინეთის საგარეო პოლიტიკა სსრკ-ს დაშლამდე (1980-1991)

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები