უკვე რამდენიმე დღეა, რაც აშშ-ის კონგრესი შეერთებულ შტატებში TikTok-ის აკრძალვის საკანონმდებლო მოთხოვნას განიხილავს. ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი TikTok-ს ცუდი გავლენის ქონასა და ჯაშუშობაში სდებს ბრალს და “ჩინური აპლიკაციის” აკრძალვას ან იძულებით გაყიდვას მოითხოვს.

კონგრესის ზოგიერთი წევრის მიერ დასმული ნაკლებად ინტელექტუალური და საკმაოდ კომიკური კითხვები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება. TikTok-ის მომხმარებლები დასცინიან კონგრესის წევრებს, რომლებიც კომპეტენციის ნაკლებობის გამო ხშირად უადგილო კითხვებს სვამენ.

სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული მღელვარება მოჰყვა ჭოუ შოუ წს მიმართ დასმულ შეკითხვას, რომელიც არა მხოლოდ სრულიად შეუსაბამო, არამედ რასისტულიც იყო.

ჭოუ შოუ წ (იგივე, Shou Zi Chew) სინგაპურელი ბიზნესმენი და მეწარმე გახლავთ, რომელიც 2021 წლიდან TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

გასულ ხუთშაბათს, ტეხასის წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესის წინაშე მისი პირველი გამოსვლისას შეერთებული შტატების წარმომადგენელმა დენ კრენშოუმ მას ჩინეთის მოქალაქე უწოდა. “კონგრესმენო, პირველ რიგში, მე სინგაპური ვარ.” – განაცხადა TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კითხვაზე პასუხის გაცემამდე.

კონგრესის მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი სრულიად არაინფორმირებული იყო პლატფორმის მიმართ რომელსაც თავს ესხმოდა.

მოსმენის ეთერში გასვლის შემდეგ, მაყურებელთა უმრავლესობის აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია იმ კანონმდებელთა არაკომპეტენტურობამ, რომელთაც შეერთებული შტატები მსოფლიოს წინაშე “სულელად” გამოიყვანეს. ამ უკანასკნელს ტიკტოკის მომხმარებელთა საჯარო პროტესტი და აპლიკაციის აკრძალვის საწინააღმდეგო აქციებიც მოჰყვა.

წყარო