მარტი28 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ჩინეთის კულტურა: კონფუცი

[:ka]ჩინეთის კულტურა: კონფუცი [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

კონფუცი (ძვ.წ–ით 551-479 წწ.) არის  პიროვნება, რომლის სწავლებამაც ჩინეთის საზოგადოების ჩამოყალიბებასა და აზროვნებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. კონფუციანიზმი ჩინეთის კულტურის განუყოფელი ნაწილია.

კონფუცის სწავლება შეეხება როგორც პოლიტიკას და სამყაროს,  ასევე თავად ადამიანის ფასეულობებს. ყოველი ადამიანი არის საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრი, რომელმაც თავისი როლი უნდა შეასრულოს. კონფუციმ ხუთი ტერმინის საშუალებით ახსნა, თუ რა ფასეულობებს უნდა იცავდეს  თითოეული ადამიანი.

ჟენი (仁) და ლი (礼) არის კონფუცის მიერ შემოთავაზებული  ორი უმნიშვნელოვანესი ტერმინი.

არსებობს ისტორია: როდესაც მოსწავლემ ჰკითხა კონფუცის ჟენის შესახებ, მან უპასუხა, რომ ჟენი არის  “ხალხის სიყვარული”. ხალხის სიყვარული არის უნივერსალური სიყვარული. შემდეგ კონფუციმ დააკონკრეტა, რომ ეს სიყვარული “უნდა დაიწყოს მშობლების სიყვარულით”. გარდა ამისა, კონფუცი “შვილის მოკრძალებასა და ძმურ ვალდებულებას” მიიჩნევდა ჟენის არსად. კონფუცის აზრით, შვილებმა მშობლებს პატივი უნდა სცენ და არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ასაკის მუდმივი მატების გამო, მშობლებს ზრუნვა სჭირდებათ.

ჟენით კონფუცის იმის თქმა სურდა, რომ უნივერსალური სიყვარული დაფუძნებული იყო მშობლებისადმი სიყვარულზე. როგორ უნდა უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი? კონფუცი ამბობდა: “ადამიანი უნდა იაზრებდეს იმას, რომ სხვებსაც შეიძლება, მისი მსგავსი სურვილები ჰქონდეთ. როდესაც იკმაყოფილებ სურვილებს, ნება უნდა დართო, სხვებმაც დაიკამყოფილონ სურვილები”. დამატებით  ამბობდა: “არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ”. ასე რომ, ოჯახის სიყვარული ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე, ადამიანმა თავისი სიყვარული ყველასთვის უნდა გაანაწილოს.

ლი მიემართება რიტუალებს, ტრადიციებსა და ნორმებს სოციალურ ცხოვრებაში. აქედან   კონფუცი  დაკრძალვის და წინაპრების ხსოვნის რიტუალებს  ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. მან თქვა: “შვილმა არ უნდა დატოვოს მშობლების კალთა სამ წლამდე”. მას უყვარდა თავისი მშობლები.  სამგლოვიარო ტანისამოსის ტარება სამი წლის განმავლობაში  იყო შვილის მიერ მშობლის  სიყვარულისა და ხსოვნის სიმბოლო. კონფუცი ლიზე ყურადღებას ამახვილებდა იმ მიზნით, რომ შენარჩუნებულიყო სოციალური წესრიგი, სტაბილურობა და ჰარმონია.

ლისთან და ჟენთან ერთად ადამიანისათვის ასევე უმნიშვნლოვანესი უნდა იყოს  ი (义) – სამართლიანობა. სამართლიანობაა ის, რომ ადამიანი დააფასებს მშობლების ამაგს. გარდა ამისა, ჭ’ი (智)- სიბრძნე, საღი აზრი  გულისხმობს სიტუაციის მაქსიმალურად ობიექტურად განსაზღვრასა და სამართლიანად მოქცევას.  ხოლო სინ(信), რაც  გულწრფელობასა და კეთილსინდისიერებას ნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობისა  და კაცთმოყვარეობისათვის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონფუციანური კაცთმოყვარეობა არ ჰგავს ქრისტიანულს. კონფუცისათვის ყველას თავისი წილი სიყვარული აქვს, მშობლები უფრო მაღლა დგანან ვიდრე შვილები, ქალები კი მამაკაცებზე დაბლა არიან.  მთავარი არსი არის იმაში, რომ ყველას შესაფერისად მოექცე და საზოგადოებრივი როლი შეასრულო. როგორც კონფუცი ამბობდა : “სახელმწიფო არსებობს მაშინ, როდესაც მმართველი მმართველია, მინისტრი მინისტრია, მამა მამაა და შვილი _ შვილი”.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები