Home "ჩინეთის ექსპერტი 2017" ჩინეთის კულტურა: ეროვნული უმცირესობები

[:ka]ჩინეთის კულტურა: ეროვნული უმცირესობები[:]

0
4649

[:ka]

ჩინეთის მრავალფეროვანი კულტურის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ 56 ეთნიკურ ჯგუფს  აქვს თავისი დამახასიათებელი ცხოვრების წესი _ ტანისამოსი, ტრადიციები და ა.შ. მათ შესახებ ბევრია სასაუბარო, მაგრამ ამ სტატიაში გაგაცნობთ სამ ეროვნულ უმცირესობას, რომლებიც გარკვეული ნიშნით გამოირჩევიან სხვებისაგან.

ლის ეროვნული უმცირესობას ხაინანის პროვინციაში ცხოვრების 3000 წელზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღეს ლის ეროვნული უმცირესობის რაოდენობაა 1.24 მლნ ადამიანია. ერთ-ერთი ნიშანი, რაც განასხვავებს ამ უმცირესობას სხვებისაგან, არის ქალბატონების სხეულზე წარწერები. ლის ხალხში არსებობს ტრადიცია, როდესაც გოგონა ზრდასრულობის ასაკში გადადის (10 წლიდან), საჭიროა მისი მოხატვა. საჭიროების მიზეზი ზუსტად დადგენილი არაა, მაგრამ ყველაზე გავრცელებული აზრია, რომ თუკი ქალი მოხატული არ იქნება, სიკვდილის შემდეგ მას ახლობლები ვერ იცნობენ და იგი გადაიქცევა მოხეტიალე მოჩვენებად. ქალბატონები იხატავენ სახეს, ხელებს, მკლავებს ან წელს ტრადიციისამებრ. მოხატვის სტილსაც თავისი ისტორია აქვს და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრებაში მოხატვის ტრადიცია თანდათან ქრება, ახლა მხოლოდ მოხუცი ქალბატონები შეგიძლიათ იხილოთ საინტერესო ნახატებით სახესა თუ სხეულზე.

300 000 ადამიანისაგან შემდგარი ციანგის ეროვნული უმცირესობა სიჩუანის პროვინციაშია დასახლებული. მაღალ მთებში მცხოვრები ხალხის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. თუმცა ერთ-ერთი რამ, რითაც გამორჩევა ეს ხალხი, ცოტათი საქართველოსაც მოგვაგონებს. ციანგის არქიტექტურისთვისაც დამახასიათებელია ბუნებრივი ქვის ნატეხებით აგებული კოშკები. ადრე ამ კოშკების ძირითადი ფუნქცია იყო თავდაცვითი და სათვალთვალო, თუმცა ზოგიერთ კოშკს საყოფაცხოვრებო დანიშნულებაც ჰქონდა. კოშკებმა დღეს უკვე დაკარგა თავისი პირვანდელი დანიშნულება. ყველაზე ძველი კოშკი 1200 წელს ითვლის, ხოლო ყველაზე ახალი – 500-ს.  კოშკების სიმაღლე დანიშნულების მიხედვით განსხვავდება. საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარე ან  მიშენებული საყოფაცხოვრებო კოშკების სიმაღლე 10-20 მეტრია. ხოლო თავდაცვითი ფუნქციის კოშკების სიმაღლე არის 50-60 მეტრი და ისინი აგებულია დასახლებული ტერიტორიების ცენტრში ამაღლებულ ადგილას, შორი მანძილების გასაკონტროლებლად და საფრთხის დროულად შესამჩნევად.

ნასი ეროვნულ უმცირესობათა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელშიც  ქალები ასრულებენ უმთავრეს როლს. ძირითადად , ისინი იუნანის პროვინციაში არიან დასახლებული და მათი რაოდენობა 300 ათას ადამიანს შეადგენს. ნასის ეროვნულ უმცირესობასაც მრავალი წლის ისტორია აქვს, ასევე აღსანიშნავია, რომ მას თავისი დამწერლობა აქვს.

ნასის საზოგადოებაში მემკვიდრეობა დედის ხაზით გადაეცემა შვილს, ოჯახის მეთაური ასაკით ყველაზე უფროსი ქალბატონია. სწორედ ეს ქალბატონი იღებს ოჯახთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.  ნასის ქორწინების ტრადიციებიც განსხვავებულია. ქორწინება არ გულისხმობს იმას, რომ წყვილი ქორწილის გადახდის შემდეგ ერთად აგრძელებს ცხოვრებას, არამედ წყვილი ურთიერთთანხმობის გამოცხადების შემდეგ, ჩვეულებრივად, ცალ-ცალკე განაგრძობენ  ცხოვრებას. ქმარს უფლება აქვს მხოლოდ სტუმრად ეწვიოს მეუღლეს. შვილები კი დედის ოჯახში განაგრძობენ ცხოვრებას, რომელთა აღზრდა-განათლებაზე დედა და დედის ძმა იღებენ პასუხისმგებლობას.

 [:]

NO COMMENTS