აპრილი15 , 2024
პერსონალიუ ვენი - ჩინური სილამაზის ეტალონი

[:ka]ლიუ ვენი – ჩინური სილამაზის ეტალონი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

Liu Wen childhood-ის სურათის შედეგიყველაზე წარმატებული ჩინელი მოდელი ლიუ ვენი დაიბადა 1988 წლის 27 იანვარს, ხუნანში. მისი მშობლები მუშათა კლასს ეკუთვნოდნენ. ლიუ მათი ერთადერთი შვილია. მოზარდობის პერიოდში დედის ხელშეწყობით ლიუ მუდმივად ჯანსაღად იკვებებოდა და მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში. დედის ხელშეწყობამ და ლიუს თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ლიუ ვენი საქვეყნოდ ცნობილი მოდელი გახდა.

სამოდელო კარიერა ლიუმ 2005 წელს დაიწყო, მონაწილეობას იღებდა  New Silk Road World Model Contest-ში. ამ კონკურსში მან გამარჯვება ვერ მოიპოვა, თუმცა ის აქტიურად განაგრძო სამოდელო სფეროში მოღვაწეობა. ისეთ მოდურ ჟურნალებთან მუშაობამ, როგორიცაა  Vogue და Harper’s Bazaar, ლიუს საქვეყნო აღიარება მოუტანა. ის პოპულარული გახდა არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მის საზღვრებ გარეთაც.

Liu Wen for chanel fashion show-ის სურათის შედეგი

2007 წლის სექტემბერში ცნობილი დიზაინერის კარლ ლაგერფილდის ტანსაცმლის ხაზის წარდგინის შემდეგ, ლიუ ვენმა საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღება მიიპყრო. 2008 წელს ის პარიზის მოდის კვირეულზე ერთ-ერთ წამყვან მოდელად მიიწვიეს. იმავე წელს, ლიუ ჩინური Vogue-ის ოთხ სტატიაში გამოჩნდა. იმავე თვეში, მილანში მონაწილეობა მიიღო წამყვანი ბრენდების, Burberry-სა და Trussardi-ის ჩვენებებზე. ერთი კვირის შემდეგ, კი Chanel-ის, Jean Paul Gaultier-ისა და Hermes-ის ჩვენებებზე.

Liu Wen for chanel fashion show-ის სურათის შედეგი2009 წელი მოდელისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი წელი აღმოჩნდა. ლიუ ვენმა მონაწილეობა მიიღო 74 მოდურ ჩვენებაში. ის გახდა პირველი აზიელი მოდელი, რომელიც ერთი წლიდ განმავლობაში 74 წამყვანი ბრენდის ჩვენებაზე წარსდგა. 2010 წლის გაზაფხულს კი 70 ბრენდის ჩვენებზე გამოვიდა და ცნობილი ფრანგი მოდელის კონსტანს იაბლონსკის შემდეგ რიგით მეორე, ყველაზე მოთხოვნადი  წლის მოდელი გახდა. ლიუ სისტემატიურად გამოდის Calvin Klein-ის, Dolce & Gabbana-ს, Roberto Cavalli-ის, Oscar de la Renta-ს, Hugo Boss-ის, Alexander Wang-ის, Rag & Bone-ის, H&M-ის, Marni-ის, Lane Crawford-ის, Bergdorf Goodman-ის, Diesel-ის, Gap-ისა და Vivienne Tam-ის ჩვენებებზე.

2010 წლის აპრილში ლიუმ ჩვენებებიდან ჟურნალების გარეკანზე გადაინაცვლა და  Este Lauder-ის კოსმეტიკური ხაზის სახე გახდა. 2012 წელს კი, The New York Times-ისა და “T” Magazine-ის გარეკანზე გამოჩნდა. იმავე წელს იგი პირველად დაესწრო კანის კინოფესტივალს.

დაკავშირებული სურათი

2013 წელს ლიუმ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა რეიტინგში მე-5 ადგილი დაიკავა. 2014 წელს კვლავ დარჩა მაღალანაზღაურებად მოდელთა შორის და მისი შემოსავალი 4.3 მილიონი დოლარიდან 7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. სამოდელო სფეროში, ლიუ ვენი ყველაზე მაღალი რანგის აზიელი მოდელია. ამერიკული მოდური ჟურნალის Vogue-ის  გარეკანზე მოხვედრას თაყვანისმცემელთა არმია მოჰყვა. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა ისეთ სოციალურ ქსელებში როგორიცაა  Instagram და Weibo.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები