Home "სარტყელი და გზა" ჩინეთის ექსპერტი 2019 ლუ სიუნი – მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარული ჩინელი მწერალი

ლუ სიუნი – მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარული ჩინელი მწერალი

შალვა ჩიხლაძე

0
77

მეოცე საუკუნე საკმაოდ საინტერესო ხანა ჩინეთის უახლეს ისტორიაში, არამხოლოდ პოლიტიკური პროცესების გამო, არამედ ლიტერატურაში შემოსული ახალი მიდგომებითა და ქვეყნისთის სრულიად უცხო ჟანრებით. დღევანდელი გადასახედიდან უდაოა, რომ გასული საუკუნის ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მწერლად ლუ სიუნი ითვლება და მისი ნაწარმოებები არ კარგად აქტუალურობას თანამედროვე ეპოქაშიც კი.

ლუ სიუნი სალიტერატურო ფსევდონიმია ჭოუ შუჟენის, რომელიც 1881 წლის 25 სექტემბერს დაიბადა ჭეძიანგის პროვინციაში, ადგილობრივი მემამულის ოჯახში. მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ის დაესწრო იმპერიული ჩინეთის სამოხელეო გამოცდებს, ასევე გარკვეული პერიოდით სწავლობდა იაპონიაში სამედიცინო ფაკულტეტზე, თუმცა მისი ყურადღება მიიქცია იმპერიული ჩინეთისადმი კრიტიკულად განწყობილმა ჯგუფებმა და წინააღმდეგობის მოძრაობებმა, რამაც განაპირობა მისი ლიტერატურული შემოქმედებაც.

ლუ სიუნის პოპულარობა გაცილებით იზრდება 1919 წლის 4 მაისის მოძრაობის შემდეგ, როდესაც მის ნაწირებში უკვე იგრძნობოდა მემარცხენე ღირებულებები და ის მუშათა და სხვა მემარცხენე ჯგუფებში ფაქტობრივად ყველაზე გავლენიანი ავტორი გახდა, რესპუბლიკურ ჩინეთში ლუ სიუნის კრიტიკული ნააზრევი და მოკლე ნოველები ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და პარტიზან რევოლუციონერებს.

1949 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა მაო ძედუნმა და იმდროინდელმა კომპარტიამ ლუ სიუნის მემარცხენე იდეები სახელმწიფო დონეზე აიყვანა და მისი ნაწარმოებები აქტიურად ისწავლებოდა ჩინურ სასწავლებლებში, საგულისხმოა რომ ლუ სიუნი არასოდეს შეერთებია ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიუხედავად იდეათა თანხვედრისა.

 ლუს ერთ-ერთი მთავარი ნიშა მისი სარკაზმი და ირონია იყო, რომელსაც ის იყენებდა ჯერ იმპერიული ჩინეთის სოციალური და პოლიტიკური პროცესების საკრიტიკებლად, ხოლო შემდეგ უკვე რესპუბლიკური საზოგადოების უთანასწორობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. ის ხშირად აკრიტიკებდა სინხაის რევოლუციის შემდგომ ჩინეთის რესპუბლიკას, რადგან რევოლუციის იდეებს შეუსრულებულს ხოლო ჩინეთის რესპუბლიკას არშემდგარ სახელმწიფოდ მიიჩნევდა. მისი ანალიტიკური ხედვები „ჩინური ეროვნული ხასიათის“ შესახებ იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიტერატურული წიაღსვლა „ოთხი მაისის მოძრაობის“ წევრებს შორის და შემდეგ უკვე სამოქალაქო ომის მსვლელობისას. ლუს მთავარ ნაწარმოებებს შორის მრავალი მოთხრობაა, მათ შორის:

„ნოსტალგია“

„ქუნგ იძი“

„მედიცინა“

„ხვალ“

„ინციდენტი“

„თმების ისტორია“

„მშობლიური ქალაქი“

„ორმაგი მეხუთე ფესტივალი“

ლუ სუნი სამოქალაქო ომის მსვლელობისას 1936 წელს გარდაიცვალა.

NO COMMENTS