აპრილი24 , 2024
ბიზნესიმარტოხელების დღეს დამყარებული რეკორდი

[:ka]მარტოხელების დღეს დამყარებული რეკორდი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტმა “ალიბაბა ჯგუფმა” გასულ წელს მარტოხელების დღის გაყიდვების რეკორდი მოხსნა. წელს, მარტოხელების დღისადმი მიძღვნილ ფასდაკლებებზე რეკორდული მაჩვენებლის პროდუქცია გაიყიდა, რომელთა საერთო ფასმა 24 საათში 25,4  მილიარდი დოლარი შეადგინა. 11.11 გლობალური გაყიდვების ფესტივალი დიდი წარმატებით დასრულდა. შაბათის გაყიდვებმა შარშანდელ მაჩვენებელს ვაჭრობის დაწყებიდან 13 საათში მიაღწია. წელს გაყიდვები 40%-ით გაიზარდა.

გაყიდვების დაწყებიდან პირველ 2 წუთში მომხმარებლებმა 1 მილიარდი დოლარის პროდუქცია შეიძინეს.

მიუხედავად იმისა, რომ შეიმჩნეოდა გაყიდვების ზრდის შეფერხება, წელს “ალიბაბა ჯგუფმა” აღნიშნული ფესტივალის პოპულარიზაციისათვის მეტი ინვესტიცია ჩადო ბაზარზე. კომპანიამ დაიწყო აქციებისა და გასართობი პროგრამების სერია, მოდის შოუები და მაუწყებლების საყოველთაო სავაჭრო ვიზიტები ოქტომბერში, ასევე, მომხმარებლებს შეეძლოთ პროდუქტის წინასწარ შეკვეთა და საფასურის მოგვიანებით გადახდა.

“წლევანდელი წამახალისებელი ძალისხმევა შარშანდელზე მეტია. “ალიბაბა ჯგუფი” ყოველთვის დიდ რესურსს დებს აღნიშნულ ღონისძიებაში”- განაცხადა ბაზრის კვლევის ფირმის ანალიტიკოსმა, ვანგ სიაოფვენგმა.

11.11 გლობალური გაყიდვების ფესტივალის წინ კომპანიამ მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა. ვარსკვლავთცვენას შანხაიმ უმასპინძლა. რეკორდულ მაჩვენებლის ონლაინ გაყიდვები საზეიმო ვითარებაში ალიბაბა ჯგუფის დამფუძნებელმა, ჯეკ მამ მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად იზეიმა, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ჰოლივუდის მსახიობი ნიკოლ კიდმანი, მომღერალი  ფარელ უილიამსი, ჩინელი კინოვარსკვლავები ჭანგ წ’ი და ფვან პინგპინგი.

შეგახსენებთ, რომ 11.11 არის ალიბაბა ჯგუფის მიერ დადგენილი ონლაინ ფასდაკლებების დღე, რომელიც ეძღვნება “მარტოხელების დღეს”, რომელსაც ჩინეთში 11 ნოემბერს აღნიშნავენ.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები