მარტი29 , 2024
ახალი ამბები"მითების დეტექტორი" მედიას კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ამხელს

“მითების დეტექტორი” მედიას კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ამხელს

-

- Advertisment -spot_img

“მითების დეტექტორის” ვებ-გვერდზე გამოჩნდა სტატია სათაურით “რა ვიდეოფაბრიკაციები ვრცელდება კორონავირუსზე მედიაში და რას გვეუბნება სტატისტიკა?” ვებ-გვერდმა მოაგროვა ყველა ის გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ტრიალებდა.
სინომედია გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:

2020 წლის 26 იანვარს საინფორმაციო გამოცემებმა  ალიატვ პირველირეზონანსიnewpostsmediamallგურია ტვ, და exclusivenews გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინელი მედდის განცხადებით, რომელმაც ვიდეომიმართვა ჩაწერა, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი უხანში 90 000-ს სცდება, ხოლო ჩინეთის ხელისუფლება ზუსტ რაოდენობას არ ასაჯაროებს. გამოცემები წყაროდ dailymail-ს ასახელებენ, რომელიც თავის მხრივ წერს, რომ აღნიშნული ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა.

გარდა ამისა, 2020 წლის 26 იანვარს ჩინეთში დაინფიცირებულთა საგანგაშო სტატისტიკაზე ინფორმაცია გაავრცელა ფეისბუქ გვერდმა Video Daily, რომელმაც კორონავირუსზე რუსული საინფორმაციო არხის “только факты”-ს მიერ მომზადებული გადაცემა გამოაქვეყნა. გადაცემაში აღნიშნულია, რომ 24 იანვრამდე ჩინეთში კორონავირუსით უკვე მილიონზე მეტი ადამიანი იყო დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 100 000-ს სცდებოდა. Video Daily-ს პოსტს 32 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

გავრცელებული ვიდეომიმართვა, რომელსაც ჩინეთის მედდას მიაწერენ, BBC-ის ინფორმაციით არასანდოა, რადგან ვიდეოს ავტორი არაიდინტიფიცირებადია. მისი ფორმა და ნიღაბი არ ემთხვევა იმ ფორმას, რასაც სამედიცინო პერსონალი ხუპეის პროვინციაში იყენებს. რაც შეეხება Video Daily-ს გაზიარებულ სიუჟეტს, მოყვანილი სტატისტიკა გადაჭარბებულია და რეალურად, 3 თებერვლის მონაცემებით დაინფიცირებულთა რიცხვი 18 ათასს არ სცდება. ამასთან, ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთშია გამოყენებულია მცდარი სუბტიტრები, თითქოს ჩინელი ექიმი აცხადებს, რომ საავამდყოფოში ადგილი არ აქვთ და ხალხი იხოცება. ვკითხულობთ სტატიაში.

იხილეთ ვრცლად მითების დეტექტორის სტატიაში.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები