Home ბიზნესი მინი-სატრენაჟორო დარბაზები ჩინეთში

[:ka]მინი-სატრენაჟორო დარბაზები ჩინეთში[:]

0
5357
მინი-სატრენაჟორო დარბაზი პეკინში. [ფოტო/LIU HONGSHENG/ CHINA DAILY]

[:ka]

ახალი შემატება პეკინის ეკონომიკას – მცირე ზომის სატრენაჟორო დარბაზები, რომლებიც წუთობრივად ქირავდება და დაჯავშნა სმარტფონის დახმარებითაც შეიძლება. თითო, დაახლოებით, 4 კვადრატულ მეტრს იკავებს, სადაც სარბენ ბილიკთან ან ველოტრენაჟორთან ერთად, ტელევიზორი და ჰაერის გამაგრილებელი სისტემა აყენია.

Misspao-ს კომპანიამ ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი შვიდი მინი-დარბაზი დაამონტაჟა.

დარბაზის ქირაობა, აპლიკაციის ან QR კოდის სკანირებით შეიძლება. ქირის ფასი საათში 1 იუანიდან 16 იუანამდე მერყეობს. (ანუ 15 ცენტიდან $2.40-მდე)

ჭონგთაი’იასიუენ-ის საზოგადოებას ორი Misspao-ს სატრენაჟორო დარბაზი აქვს. მაგრამ 39 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ მისთვის დარბაზი ძალიან პატარაა და არაკომფორტულია გამოსაყენებლად.

“ დარბაზებში მხოლოდ სარბენი ბილიკები დგას, სხვა სპორტული აღჭურვილობები არ არის” – განაცხადა 39 წლის მომხმარებელმა. მისი წარმოდგენით, დარბაზში აუცილებელია იყოს გამოსაცვლელი, დასვენების და სააბაზანო ოთახები.

“Misspao არ სთავაზობს სრულ სერვისს, მაგრამ  მაინც მოსახერხებელია. ფაქტობრივად, სახლის წინ განთავსებული სატრენაჟორო დარბაზებით” – მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა პი ჭენმა განუცხადა  Beijing Youth Daily-ის გაზეთს.

ჭონგთაი’იასიუენ-ის (Zhongtaiyaxuan) საზოგადოების 40-მა მაცხოვრებელმა, China Daily-ის განუცხადა, რომ სატრენაჟორო დარბაზი ახალგაზრდებს უფრო მოეწონებათ, რადგან “ახალგაზრდები უფრო ინტერესდებიან ახალი გამოგონებებით, ეს კი ვარჯიშის ახალი ხერხია “ – აღნიშნა უძრავი ქონების მენეჯმენტის თანამშრომელმა, “20-30 წლამდე ქალბატონებს მოსწონთ ახალი სატრენაჟორო დარბაზების გამოყენება საღამოს საათებში.”

[:]

NO COMMENTS