აპრილი17 , 2024
ბიზნესიმნიშვნელოვანი პარტნიორობა CEFC-სა და საქართველოს შორის

[:ka]მნიშვნელოვანი პარტნიორობა CEFC-სა და საქართველოს შორის[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]14-15 მაისს, პეკინში, საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში საქართველოს „საპარტნიორო ფონდსა” და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია CEFC-ის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი საქართველოში ბიზნეს პროექტების განხორციელების მიზნით შეიმუშავებს ახალ საინვესტიციო პლატფორმასა და სტაბილურ ფინანსურ ინსტრუმენტს. ინფრასტრუქტურა, ენერგოსისტემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ტურიზმი და სხვა ის სფეროებია, სადაც ფონდი ინვესტირებას განახორციელებს. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მილიონი აშშ დოლარია.

როგორც ქართული მედიისათვის გახდა ცნობილი, CEFC-ისა და შ.პ.ს. „Eurasian Invest“-ის მიერ საქართველოში ერთი მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალით ჩინური ბანკი შეიქმნება, ორივე მხარის მიერ კომერციული ბანკების შექმნის უფლებით.

დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, ვიცე პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაკეთებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კიდევ ერთი, უმსხვილესი ბანკის მნიშვნელობას კერძო სექტორის განვითარებისათვის და განაცხადა: “კონკურენცია საბანკო სექტორში ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საბანკო სისტემისა და ეკონომიკის განვითარებისთვის”.

CEFC-ი ბოლო 3 წლის განმავლობაში შედის გლობალ ფორტუნ 500-ის სიაში, ხოლო 2016 წლის რეიტინგში ის 229-ე ადგილზეა. CEFC-ი ოპერირებს ენერგეტიკის, ფინანსურ და საინვესტიციო მომსახურების სფეროებში.

CEFC-მ და ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas-მა აგრეთვე გააფორმეს ხელშეკრულება 2016 წლის დეკემბერში. ამ უკანასკნელის მიერ KMG International ჯგუფის 51%-იანი წილის CEFC-სთვის გადაცემის თაობაზე, ჯგუფისა, რომელიც რომპეტროლ საქართველოს მფლობელია. სტრატეგიულმა პარტნიორობამ საფუძველი ჩაუყარა ერთობლივ სამომავლო პროექტებს. ეს კი ხელს შეუწყობს იმ ეკონომიკურ და სოციალურ ზრდას იმ სფეროებისა, რომელშიც ეს პროექტები განხორციელდება.[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები