Home ახალი ამბები მსოფლიოში ყველაზე დიდი, მზის მცურავი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა

მსოფლიოში ყველაზე დიდი, მზის მცურავი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა

ჩინეთის შანტუნგის პროვინციაში დასრულდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის მცურავი ელექტროსადგურის პროექტი.

0
102

Huaneng Power International-მა (HPI) დაასრულა მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის მცურავი ელექტროსადგურის პროექტი – 320 მეგავატი სიმძლავრის ობიექტი დეჭოუში, ჩინეთის შანტუნგის პროვინციაში. ელექტროსადგური განთავსდა რეზერვუარზე ორ ფაზად, დეჭოუს 2,65 გიგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურთან ახლოს.

ელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობდა ორ ფაზაში. პირველი ფაზის დასრულების შედეგად სადგურის სიმძლავრე 200 მეგავატი იყო, ხოლო მეორე ფაზაში მას 120 მეგავატი სიმძლავრის ნაწილი დაემატა. პირველი ეტაპი, რომელიც ასევე მოიცავდა 8 მგვტ/სთ სიმძლავრის საცავის აშენებას, დასრულდა 2020 წლის ნოემბერში. კონსტრუქციის მეორე ეტაპი დასრულდა დეკემბერში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ობიექტი წელიწადში დაახლოებით 550 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტს გააჩნია ენერგიის შენახვის შესაძლებლობები და ასევე ინტეგრირებულია ახლომდებარე ქარის ელექტროსადგურთან. კომპანიის ინფორმაციით, მზისა და ქარის ელექტროსადგურები იზიარებენ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გარკვეულ ნაწილს, რომელიც აუცილებელია ქსელში წარმოებული ენერგიის შესანახად. ახლომდებარე ქარის ელექტროსადგური ქსელს დაუკავშირდა 2020 წლის 27 ივნისს. მას შემდეგ მან გამოიმუშავა 267 გვტ/სთ ელექტროენერგია.

2022 წლის დეკემბერში კომპანიამ ასევე აამუშავა 130 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ჭეძიანგის პროვინციაში, იუხუანის მახლობლად მდებარე მოქცევის ზონაში. ცინგგანგის ეს ელექტროსადგური ჩინეთის ისტორიაში პირველი მოქცევათაშორისი სადგურია. იგი მოიცავს 242,000 მოდულს, რომელიც განლაგებულია  1,2 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობზე. პროექტი წელიწადში დაახლოებით 150 მლნ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს. სხვა მკაცრ გარემო ფაქტორებთან ერთად, ის გამძლე იქნება ტაიფუნებისა და წყლის კოროზიის მიმართ.

Huaneng Power ასევე გეგმავს 2 გიგავატიანი მზის სადგურის აშენებას ფენჩენგში, ძიანგსის პროვინციაში. პირველი 320 მეგავატიანი ბლოკი წელს დასრულდება, დანარჩენი ნაწილი კი 2026 წლისთვის დამონტაჟდება.

ხუანენგის მზის ელექტროსადგური

%d bloggers like this: