ლონგუს ჩაის ბაღი სამხრეთ-დასავლეთ ხანგჭოუში მდებარეობს. იგი ურბანული აურზაურისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა. ცოტა ხნის წინ, მისი თვალწარმტაცი პეიზაჟებისა და მდიდარი კულტურის გამო, ადგილობრივმა მთავრობამ უცხოელებისთვის 14 ყველაზე რეკომენდირებულ ადგილთა შორის დაასახელა.

ბაღი, რომელიც 24,7 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, 2015 წელს ჭძიანგის პროვინციის მთავრობამ დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მქონე ქალაქად აღიარა. მასში განთავსებულია მრავალჰექტარიანი ჩაის პლანტაციები, წყალსაცავი, ტყის პარკი და საოჯახო ტიპის სასტუმროები.


ჯერ კიდევ გვიანი სონგის დინასტიისა (960-1279 წწ.) და ადრეული იუენის დინასტიის (1271-1368 წწ.) დროს, ბაღი ჩაის წარმოების მნიშვნელოვანი ადგილი იყო, შესაბამისად, აღიარებული იყო როგორც „ათასწლიანი ჩაის ქალაქი”. აქ იწარმოება West Lake Longjing ჩაის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვანე ჩაის, 70%, რაც მას ჩაის ყველაზე დიდი წარმოების ზონად აქცევს.

წყარო