აპრილი14 , 2024
კულტურამეცნიერება ჩინელმა რობოტმა სამედიცინო გამოცდა წარმატებით ჩააბარა

[:ka] ჩინელმა რობოტმა სამედიცინო გამოცდა წარმატებით ჩააბარა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთში შექმნილმა რობოტმა გაიარა ჩინეთის ეროვნული სალიცენზიო ექსპერტიზის წერილობითი გამოცდა, რომლის ჩაბარებაც უწევს ყველა ექიმს. ჩინეთის წამყვანი ხელოვნური ინტელექტის კომპანია  iFlytek Co Ltd-ის განცხადებით, რობოტმა ტესტში  456 ქულა დააგროვა. სამედიცინო ტესტის წარმატებით ჩასაბარებლად საკმარისია 96 ქულა.

ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი ავტომატურად იღებს პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, აკეთებს ანალიზს და სვამს თავდაპირველ დიაგნოზს. iFlytek Co Ltd-ის თქმით რობოტს გამოიყენებენ ექიმთა დასახმარებლად, რათა მომავალში გაუმჯობესდეს მკურნალობის ეფექტურობა.

ეს არის ჩინეთის კიდევ ერთი ნაწილი იმ ფართო ძალისხმევისა, რომელიც აჩქარებს AI-ის გამოყენებას ჯანდაცვის, სამომხმარებლო ელექტრონიკისა და სხვა მრეწველობის სფეროში.

IFlytek- ის თავმჯდომარის ლიოუ ცინგფვენგის განცხადებით, რობოტს ოფიციალურად 2018 წლის მარტში გამოუშვებენ. “ის არ არის შექმნილი იმისათვის, რომ ჩავანაცვლოთ ექიმები. მიზანი არის ის, რომ გაუმჯობესდეს მკურნალობისა და მომსახურების ეფექტურობა”- განაცხადა ლიოუმ.

8 ნოემბერს კომპანია iFlytek გახდა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ შექმნილი AI ალიანსის წევრი, რომელიც მიზნად ისახავს საბაზისო მეცნიერებების კვლევასა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები