მაისი4 , 2024
ახალი ამბებიმწვანე განვითარების ახალი ეპოქა

მწვანე განვითარების ახალი ეპოქა

ჩინეთმა გამოაქვეყნა მწვანე განვითარების სახელმწიფო ანგარიში, სადაც საუბარია კლიმატის პრობლემებთან ბრძოლის გზაზე მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივაზე.

-

- Advertisment -spot_img

ხუთშაბათს, ჩინეთმა გამოაქვეყნა მთავრობის ანგარიში (თეთრი ფურცელი) თავისი მწვანე განვითარების შესახებ ახალ ეპოქაში, სადაც აღწერილია, თუ როგორ დარჩა ქვეყანა მწვანე განვითარების გზაზე, პროაქტიულად მონაწილეობდა გლობალური კლიმატის მართვაში და უძღვებოდა საერთაშორისო თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროპის ძირითადი სახელმწიფოები, კლიმატის დაცვის შესახებ დაპირებებს ვერ ასრულებენ. ამავე დროს, ზოგიერთი დასავლური ძალა და აქტუალური გლობალური გარემოსდაცვითი დღის წესრიგი სულ უფრო მეტად იყენებს კლიმატის ცვლილების პრობლემას პოლიტიზებულ ინსტრუმენტად ჩინეთის აღმავალი გლობალური გავლენის შესაჩერებლად.

ჩინეთი არა მხოლოდ 2030 და 2060 წლებში ნახშირბადის ორი მიზნისკენ მიისწრაფვის, არამედ აქტიურად ეხმარება განვითარებად ქვეყნებს კლიმატის პრობლემების მოგვარებაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობით“, ნახსენებია ანგარიშში.

კონკრეტული ნაბიჯების სიმრავლე არის ჩინეთის, როგორც პასუხისმგებელი გლობალური ძალის ვალდებულებების განსახიერება მსოფლიოს წინაშე. რაც მთავარია, ის აგზავნის ხმამაღალ და გამამხნევებელ მესიჯს მსოფლიოსთვის, ქაოტური გლობალური სქემებისა და გაფართოებული განხეთქილების პერიოდში, რაც დამკვირვებლების თქმით, ახალ იმპულსს მისცემს გლობალურ ბრძოლას კლიმატთან.

ანგარიში, სახელწოდებით „ჩინეთის მწვანე განვითარება ახალ ეპოქაში“, შეიცავს შვიდ თავს, მათ შორის ჩინეთის ვალდებულებას მწვანე განვითარების გზაზე, მწვანე ტერიტორიულ კონფიგურაციაზე, სამრეწველო სტრუქტურის შემდგომ ოპტიმიზაციაზე, მწვანე განვითარების მექანიზმსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მისი მიხედვით, ჩინეთმა, როგორც მსოფლიოს უდიდესმა განვითარებადმა ქვეყანამ, მიაღწია თვალსაჩინო პროგრესს მწვანე განვითარების გზაზე და დიდი წვლილი შეიტანა გლობალურ არენაზე.

2021 წლის ბოლოსთვის შეიქმნა თითქმის 10000 სხვადასხვა ტიპისა და დონის დაცული ტერიტორია, რომელიც მოიცავს ჩინეთის ხმელეთის ტერიტორიის 17 პროცენტზე მეტს. ეფექტური დაცვის ქვეშ მოექცა მისი ეკოსისტემების 90 პროცენტი და სახელმწიფოს მიერ დაცული ველური ბუნების სახეობების 74 პროცენტი.

2012 წლიდან 2021 წლამდე 64 მილიონი ჰექტარი ხე დაირგო. 2000 წლიდან ჩინეთი ლიდერობს მსოფლიოს პლანეტის გამწვანების საქმეში. მსოფლიოში ახლად დამატებული მწვანე ტერიტორიების დაახლოებით მეოთხედი ჩინეთზე მოდის.

ჩინეთი ასევე აღწევს უსწრაფეს პროგრესს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩინეთის ქალაქების საშუალო PM2.5 სიმკვრივე პრეფექტურის დონეზე და ზემოთ, დაეცა 46 მიკროგრამიდან კუბურ მეტრზე 2015 წელს 30 მიკროგრამამდე კუბურ მეტრზე 2021 წელს. 2021 წლის დღეების 87.5 პროცენტში აღირიცხა ჰაერის კარგი ხარისხი.

ჩინეთში ენერგიის მთლიან მოხმარებაში სუფთა ენერგიის წყაროების წილი გაიზარდა 2012 წლის 14,5 პროცენტიდან 25,5 პროცენტამდე 2021 წლის ბოლოსთვის, ხოლო ნახშირის წილი იმავე პერიოდში 68,5 პროცენტიდან 56 პროცენტამდე შემცირდა, ნათქვამია დოკუმენტში.

2021 წლის ბოლოსთვის განახლებადი ენერგიის სიმძლავრე 1 მილიარდ კილოვატზე მეტი იყო, რაც ჩინეთის მთლიანი სიმძლავრის 44,8 პროცენტს შეადგენს. ჰიდროენერგეტიკის, ქარის და მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე თითო 300 მილიონ კილოვატს აღემატებოდა, რაც ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

ჩინეთი „იჩენს პასუხისმგებლობის ძლიერ გრძნობას, როგორც მთავარი ძალა… და ეხმარება მსოფლიოს გლობალური კლიმატის სამართლიანი, რაციონალური და ორმხრივად მომგებიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაში“, თქვა ჭაო ჩენსინმა, ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის ვიცე-დირექტორმა, ჩინეთის ეკონომიკურის დაგეგმარების ექსპერტმა, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩინეთმა დადო პირობა, რომ მიაღწევს ნახშირბადის გამონაბოლქვის პიკს 2030 წლისთვის, ხოლო 2060 წლისთვის მიაღწევს ნახშირბადის ნეიტრალიტეტს. ეს მიზანი, თუ მიიღწევა გრაფიკის მიხედვით, იქნება მსოფლიოში ნახშირბადის ემისიის ინტენსივობის ყველაზე მკვეთრი შემცირება. ჩინეთი გეგმავს უმოკლეს დროში ნახშირბადის გამოყენების პიკიდან ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას.

ჩინეთის მტკიცე გადაწყვეტილება

„მთავრობის ანგარიში ხაზს უსვამს ჩინეთის ურყევ გადაწყვეტილებას, შეასრულოს თავისი ვალდებულება. სამმაგი გლობალური ზეწოლის (ენერგეტიკული კრიზისი, სასურსათო კრიზისი და ეკონომიკური დნობა) მიუხედავად, ეს ადასტურებს, რომ ჩინეთი არ დაიხევს უკან თავისი გლობალური პასუხისმგებლობისგან და გაუმკლავდება კლიმატის გამოწვევებს. იგი პირიქით, გააძლიერებს საკუთარ როლს,” – განუცხადა ხუთშაბათს Global Times-ს ლინ ბოციანგმა, სიამენის უნივერსიტეტის ენერგეტიკული ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა.

პან ძიახუამ, ეკო-ინსტიტუტის დირექტორმა პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, განუცხადა Global Times-ს ხუთშაბათს: „ანგარიში გამოქვეყნდა იმ დროს, როდესაც ჩინეთი თანდათან ამარცხებს ეპიდემიას და სჭირდება იმპულსი მაღალი ხარისხის ზრდის რეალიზებისთვის, ხოლო მწვანე განვითარება ამის ერთ-ერთი პოტენციური მამოძრავებელია.“

დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის მიერ გაზრდილი წვდომა გლობალურ დონეზე მოახდენს სამაგალითოდ დიდ ცვლილებებს, როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული სამყაროსთვის. ერთის მხრივ, განვითარებად ქვეყნებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ შემოვლითი გზები და ჰქონდეთ ადვილად ხელმისაწვდომი მოკლე გზა პრობლემებთან გასამკლავებლად. მეორეს მხრივ, დოკუმენტი ახსენებს ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანას, რომ შეასრულონ თავიანთი დაპირებები კლიმატის შესახებ.

„განვითარებული ქვეყნები, რომლებსაც აქვთ კაპიტალი, წყაროები და მისწრაფებები, შეიძლება დაბრუნდნენ განვითარების სწორ გზაზე“, განუცხადა ხუთშაბათს Global Times-ს ჩინეთის საგარეო ურთიერთობათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორმა, ლი ხაიტუნგმა.

ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ენერგეტიკული მიდგომისგან განსხვავებით, ჩინეთმა აჩვენა თანმიმდევრულობა თავის პოლიტიკაში, რადგან ნამდვილად ის მიჰყვება განვითარების მწვანე გზას. ასეთი ზრდის პრიორიტეტი კიდევ უფრო მტკიცდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ეროვნული კონგრესის ოქტომბრის მოხსენებით, რომელიც ასახავდა ჩინეთის მოდერნიზაციის მთავარ მიზანს და განსაზღვრავდა მოდერნიზაციის ჩინურ გზას, როგორც „ჰარმონიული თანაარსებობის ახალ გზას ადამიანსა და ბუნებას შორის.“ მოხსენება არ ასახელებს გასულ წელს ნახშირბადის ემისიის შემცირების ოდენობას. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 წელს შემცირებული რაოდენობა იყო სხვა ენერგო ინტენსიური ინდუსტრიებში (ფოლადი, ფერადი ლითონები და ცემენტი) მიღწეული შემცირებების პარალელური.

ჩინეთის მრავალი დეტალური გარემოსდაცვითი ინდექსი მსოფლიოს მაჩვენებლებს ლიდერობდა.

ჩინეთმა ასევე მხარი დაუჭირა წლიურ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც საშუალოდ 6,6 პროცენტს შეადგენს. წლიური ენერგიის მოხმარება 3 პროცენტით განისაზღვრა. 2012 წელთან შედარებით, ჩინეთის ენერგიის მოხმარება მშპ-ის ერთეულზე 2021 წელს შემცირდა 26,4 პროცენტით, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ქვეყანად აქცევს ენერგიის ინტენსივობის შემცირების თვალსაზრისით, ნათქვამია დოკუმენტში.

დასავლეთის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა

გლობალურ თანამშრომლობაში ჩინეთმა ასევე შეიტანა ისტორიული წვლილი პარიზის შეთანხმების დადებასა და განხორციელებაში, აქტიურად მონაწილეობდა სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და გააფართოვა საერთაშორისო თანამშრომლობა რესურსების დაზოგვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. ის ასევე მუშაობს სხვა ქვეყნებთან მწვანე განვითარების ხელშეწყობაზე „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, თქვა ჭაომ.

პანმა თქვა, რომ ჩინეთმა ძალიან აქტიური როლი ითამაშა კაცობრიობისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის ხელშეწყობასა და წარმართვაში. გაეროს კლიმატის მოლაპარაკებებზე თუ COP15-ზე, სადაც მსოფლიო ლიდერებმა მიიღეს ისტორიული კუნმინგ-მონრეალის გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩო, ჩინეთმა უდაო წვლილი შეიტანა.

ჩინეთის პრაგმატული წვლილი გლობალური დათბობის შეკავებაში მკვეთრად განსხვავდება ზოგიერთი დასავლური ქვეყნისგან, რომლებიც ანალიტიკოსების თქმით, ვერ ასრულებენ თავიანთ ისტორიულ პასუხისმგებლობას.

ლის მიხედვით, აშშ დიდი პერიოდის განმავლობაში გლობალურ ასპარეზზე ლიდერობდა, თუმცა კლიმატის მართვაში მეორე ადგილს იკავებს. ”აშშ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალაა, ეკონომიკის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით, მაგრამ ის კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან გამკლავებაში მუდამ ინერტული იყო”, – აღნიშნა მან.

დღეისათვის განვითარებული ქვეყნების დაპირება ყოველწლიურად განვითარებადი ქვეყნებისთვის 100 მილიარდი დოლარის დახმარება გაიღონ, შეუსრულებელი რჩება და სათანადოდ ვერ ფინასდება COP27 სამიტის დროს შექმნილი „ზარალისა და დანაკარგის“ ფონდი.

COP27 სამიტის დროს, რომელიც დასრულდა ნოემბერში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთის ქვეყნები, ისტორიული გლობალური სათბურის გაზების მთავარი კონტრიბუტორები, იყენებდნენ გლობალურ პლატფორმას ზეწოლისთვის ჩინეთსა და სხვა განვითარებად ეკონომიკებზე, რათა მათ დაეფინასებინათ ზიანის ფონდი.

”დასავლეთს ყოველთვის ორმაგი სტანდარტი ჰქონდა, როდესაც საქმე ეხებოდა კლიმატის ცვლილებასა და ემისიების შემცირებას, იყო ლმობიერი საკუთარი მოთხოვნების, მაგრამ განსაკუთრებით მკაცრი იყო განვითარებადი ქვეყნების, განსაკუთრებით ჩინეთის მოთხოვნების მიმართ,” – თქვა ლიმ.

ლის თქმით, ორმაგმა სტანდარტმა საერთაშორისო საზოგადოება მიახვედრა, რომ დასავლეთი ცდილობს გამოიყენოს ემისიის მიზნები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ჩინეთის სწრაფი განვითარების შანტაჟის ან შენელებისთვის. მან მოუწოდა დასავლეთს, უარი თქვას ჩინეთის მიმართ ასეთ მიდგომაზე და ხელი შეუწყოს პრაგმატულ თანამშრომლობას.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები

%d bloggers like this: