ნინგპო ჭოუშანის პორტი, მსოფლიო მასშტაბით კვლავ ლიდერია

ჩინეთის ნინგპო ჭოუშანის პორტი ჩინეთში ყველაზე დიდი პორტია და გამტარუნარიანობით უკვე მე-14 წელია გლობალური ლიდერია.

0
61
2023 წლის 31 იანვარს გადაღებული ეს საჰაერო ფოტო გვიჩვენებს სატვირთო გემს, რომელიც ჩერდება აღმოსავლეთ ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციაში, ნინგბო ჭოუშანის პორტის საკონტეინერო ტერმინალში.

ჩინეთის ყველაზე დატვირთულმა ნინგბო ჭოუშანის პორტმა აღმოსავლეთ პროვინციაში, ჭეძიანგში, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და 2022 წელს მისმა გამტარუნარიანობამ 1,25 მილიარდ ტონას გადააჭარბა. ამ მონაცემით პორტი ზედიზედ მე-14 წელია მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გასულ წელს პორტის კონტეინერების გამტარუნარიანობამ მიაღწია 33,35 მილიონ ოცფუტიან ეკვივალენტურ ერთეულს (ხშირად გამოიყენება პორტების გამტარუნარიანობის საზომად), რაც გლობალურად მესამე ადგილზეა.

ნინგპო-ჭოუშანის პორტი