მარტი28 , 2024
სპორტიოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს რიგით მე-14 უშუს ჩემპიონატს უმასპინძლა

[:ka]ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს რიგით მე-14 უშუს ჩემპიონატს უმასპინძლა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

3 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს რიგით მე-14 უშუს ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატი, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მანაწილეობა  მიიღო ქვეყნის 140-მა სპორტსმენმა, საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან. სპორტსმენები მაყურებელთა წინაშე საჩვენებელი გამოსვლებით და ორთაბრძოლებით წარსდგნენ.

ჩემპიონატის მონაწილე სპორტსმენებს დამსახურებული მედლები და სიგელები გადასცა უშუს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ვერულიძემ. მან სინომედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩინური საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესებულთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება.

მაღალია ნაკრების წარმატებათა რიცხვიც. საქართველოს ნაკრებმა 2017 წელს დიდი წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო ასპარეზზე და მსოფლიოს, ევროპისა და საერთაშორისო ჩემპიონატებიდან ქვეყანას 46 მედლით დაუბრუნდა. გამარჯებათა ამგვარი სიის მიზეზად, ფედერაციის პრეზიდენტმა მწვრთნელების თავდადება, მათი სწორი მიმართულებით მუშაობა და ფედერაციის წვლილი დაასახელა.

გიორგი ვერულიძემ ინტერვიუში სამომავლო გეგმებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ შედგება სპორტსმენებით დაკომპლექტებული სპეციალური გუნდი, რომელიც უკვე პირველობისთვის არა საქართველოში, არამედ საერთაშორისო ჩემპიონატებზე იბრძოლებს. “იმედი მაქვს, რომ საქართველოში არსებულ მედალთა და წარმატებულ შედეგთა “ყულაბაში” კიდევ ბევრჯერ შეიტანს ჩვენი გუნდი წვლილს”- განაცხადა, ფედერაციის პრეზიდენტმა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები