აპრილი25 , 2024
ბლოგიორი მოგზაურიორი მოგზაური

[:ka]ორი მოგზაური[:en]ორი მოგზაური [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

პეკინში სამი წლის წინ ჩამოვედი, ჩემი პირველი ჩინური გამოცდილებაც პეკინს უკავშირდება. მას შემდეგ ბევრ ქალაქს ვესტუმრე, მაგრამ პეკინი მაინც ჩემს საყვარელ ადგილად რჩება, ყველა დანარჩენი ან ზედმეტად განვითარებულია ან ზედმეტად ვიწრო მიმართულების. პეკინი სახლური ადგილია.  აქ  ყველაფერია, ჩქარია, კეთილია… მიყვარს ძველი ხუთონგების (ჩინური ტრადიციული სახლები), იმპერატორის სასახლე, ბიზნეს ცენტრები, პატარა დამალული ჯაზ ბარები, უცნაური შენობები და კიდევ უფრო უცნაური წესები.

იუ და სანი ჩემი სამსახურის მახლობლად გავიცანი, როდესაც თავისი კაფე ტრისმოკა (Trismoka) გახსნეს. დიდი შვება იყო მახლობლად გემრიელი ყავის დალევა, აქამდე მხოლოდ ჩინური საცხობები და რესტორნები იყო გარშემო. როცა იქ მივდივარ, თუ ბევრი ხალხი არ არის ვსაუბრობთ ხოლმე. იუ და სანი მოგზაურობის მოყვარულები არიან, კაფეში ეკრანზე აუცილებლად ნახავთ მათი მოგზაურობის სურათებს სხვადასხვა ტურისტული დანიშნულების ადგილებში. გასაოცარი ფოტოსურათებია.

თანამედროვე აპლიკაციების გამო სულ მგონია, რომ ეფექტი ადევს და ყოველ ჯერზე ვეკითხები ნამდვილია თუ არა ეს სურათითქო. ფული დააგროვეს, იმოგზაურეს და შემდეგ თავისი მულტიკულტურული კაფეც გახსნეს, თბილი გარემოთი და გემრიელი კერძებით. ერთხელ ვკითხე ტრისმოკა რატომ დაარქვითქო, მიპასუხა გრძელი ამბავიაო. მაინც არ შევეშვები, ძალიან მაინტერესებს ამ მყუდრო ადგილის სახელის ისტორია. როცა ყავას ვუკვეთავ იუ თავის გამომცხვარ ორცხობილას მჩუქნის ხოლმე და მეუბნება დღეს გავაკეთეო. დღეს ჩინეთში შუა შემოდგომის ფესტივალის აღსანიშნად ორი ნამცხვარი მაჩუქა, ერთს ქოქოსის შიგთავსი ჰქონდა, მეორეს კი კვერცხის გულის. ამ ფესტივალს მთელი ჩინეთი აღნიშნავს და ერთ თვით ადრე სადღესასწაულო მთვარის ნამცხვრების გამოცხობა და გაყიდვა იწყება. მერე ოქტომბრის პირველი კვირა დასვენებად ცხადდება და ყველა ამ დროს თავის ოჯახთან ერთად ატარებს. ამ პერიოდში ჩინელები მშობლებს თავიანთ ქალაქებსა და პროვინციებში სტუმრობენ. დაახლოებით ისე აღინიშნება ეს დღესასწაული, როგორც ჩვენთან აღდგომა. ხანდახან როცა მეჩქარება და ლანჩ – ბოქსი თან არ მაქვს იუს მივწერ ხოლმე Wechat – ით ქათამი კარის სოუსში თუ გაქვსთქო და ისიც მახვედრებს. მიყვარს ჩინეთი და განსაკუთრებით პეკინი, სახლურია და კეთილი…

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები