ოკარინა პატარა ზომის, ფლეიტის მსგავსი მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელმაც ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ხოუ იმინი, ხელოსანი (ხის მთლელი) სინგთაიდან, ხპეის პროვინციიდან, ხის ოკარინების კვლევასა და წარმოებაზე 2003 წლიდან მუშაობს.

ამ დროისთვის, ხოუმ ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის 5000-მდე ხის ოკარინა დაამზადა, რომლებიც საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

მის მიერ დამზადებული ზოგიერთი ოკარინა ფეხბურთის ბურთის ზომისაა, ზოგი კი ფრჩხილის ზომასაც არ აღემატება. ისინი 12-ხმოვან, 6-ხმოვან და 3-მილის და 4-მილის მქონე ოკარინებად იყოფა. ყველა მათგანს რბილი, სასიამოვნო და ლამაზი ჟღერადობა აქვს.

წყარო