Home Welcome to Georgia „პატარა ახალი წლის“ დღესასწაული ჩინეთში

„პატარა ახალი წლის“ დღესასწაული ჩინეთში

სიაონიენ, ანუ „პატარა ახალი წელი“ ჩინეთში ყოველწლიურად აღინიშნება. სიმბოლიზმით და ტრადიციებით დატვირთული დღესასწაული გაზაფხულის ფესტივალის პროლოგად არის მიჩნეული. წელს განსაკუთრებით გრანდიოზულად მცირე ახალი წელი პეკინში აღინიშნა.

0
78

სიაონიენ, ანუ „პატარა ახალი წელი“ (ჩინ. 小年節) 2023 წელს ჩრდილოეთ ჩინეთში 14 იანვარს, ხოლო სამხრეთ ჩინეთში 15 იანვარს აღინიშნა. ეს დღესასწაული გაზაფხულის ფესტივალის პროლოგად არის მიჩნეული. ის იწყებს ათვლას ჩინურ ახალ წლამდე და ხალხს ახსენებს, რომ მოემზადონ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენისთვის.

წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის ქაღალდის ჭრის, ტაიშანის ჩრდილების პიესების, პეკინური ქარგვისა და პეკინის აბრეშუმის ფიგურების ოსტატები, შეიკრიბნენ ჩინეთის დედაქალაქის ბაზრობაზე, რათა ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის უპრეცედენტო კულტურული აქტივობები ეჩვენებინათ.

პატარა ახალი წლის დღესასწაულზე თმის შეჭრის ტრადიციაა დამკვიდრებული.

მათი მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „You You Shi Ji“, სადაც დამსწრეებს ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების და სხვა ნაწარმის ნახვა და უგემრიელესი სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლოთ. ღონისძიების მიზანი იყო ვიზიტორების დაახლოება ჩინური ესთეტიკისა და კულტურის მომხიბვლელ ძალასთან.

ბაზრობამ მრავალი ვიზიტორის ყურადღება მიიპყრო და დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

ბავშვი აღნიშნავს პატარა ახალი წლის დღესასწაულს პეკინში.

%d bloggers like this: