აპრილი18 , 2024
სხვადასხვაპეკინის კვირის აფიშა

[:ka]პეკინის კვირის აფიშა [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

აღმოაჩინეთ საუკეთესო, ყოველკვირეული გასართობი ღონისძიებები ჩინეთში. გაიგეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა იგეგმება კვირის განმავლობაში: გამოფენები, მუსიკალური და სხვა საკონცერტო გამოსვლები, მოდური წვეულებები და ა.შ

ჰონგ კონგის ფილმების განხილვა პეკინში

დრო: 5-13 აგვისტო

ჰონგ კონგის საუკეთესო ფილმები ჩინეთის 16 ქალაქში იქნება წარდგენილი, ეს ჰონგ კონგის რიგით მეექვსე ფილმის ფესტივალია, რომელსიც ყოველწლიურად პეკინის ხელოვნების თეატრთან ერთად ტარდება.

ფილმის ნახვა ჩინეთის დედაქალაქში 13 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი, შემდეგ ის ქვეყნის სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს, მათ შორისაა შანხაი, თიენძინი და ძინიანი.

[ფოტო:Chinadaily]

მგლების ომი 2 : დიდი ეკრანის წარმატება.

დრო: 5-13 აგვისტო

2015 წლის მგლების ომის პირველი ნაწილის წარმატებული შედეგი: ჩინეთში 26 ივლისს ფილმის  ეკრენიზაცია იყო, რომელის შემოსავალმაც პირველ ხუთ დღეში $253 მილიონს გადააჭარბა.

განხილვებისა და შეფასებების პოპულარულმა პორტალმა “Douban”-მა ფილმს 10 ბალიანი სისტემიდან 7.5 ქულა მიანიჭა. ფილმის მეორე ნაწილის ჩვენება ჩინეთში უახლოეს დღეებში იგეგმება.

ზეთით ნამუშევარი ნახატი: კუო ჟუნვენი 
[ფოტო:Chinadaily]

ზეთით შესრულებული ნახატების გამოფენა ჩინეთში.

გამოფენის დრო: 10 აგვისტო, 09:00-17:00

ადგილი: პეკინის ხელოვნების მუზეუმი. ჩაოიანგის რაიონი.

მიუხედავად თანამედროვე ხელოვნების განვითარებისა და ცვლადი სტილებისა, ზეთით შესრულებულ ნამუშევრებს ჩინეთში თავისი მიმდევრები ჰყავს.

ჩინეთის ზეთით ხატვის აკადემია 180 ნამუშევარს წარადგენს პეკინის გალერეაში.

[ფოტო:Today Art Museum]

ხელოვნების 400 ნამუშევრის ჩვენება “Art Nova 100”-ზე იგეგმება.

გამოფენა 1 აგვისტოს პეკინის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა. მომავალი საერთაშორისო ხელოვნების პეიზაჟის წარმოსაჩენად, ჩვენებაზე წამოდგენილი იქნება 400 ნამუშევარზე  მეტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150 ახალგაზრდა ხელოვანმა შეასრულა.

გამოფენის დრო: 5-15 აგვისტო, 10:00-18:00.

ადგილი: პეკინის ხელოვნების მუზეუმი.  ჩაოიანგის რაიონი.

შესვლა თავისუფალია.

[ფოტო:VCG]

თანამედროვე ესპანური ხელოვნება

გამოფენის დრო: 5-31 აგვისტო. 09:00-17:00.

ადგილი: პეკინის მსოფლიო ხელოვნების მუზეუმში არსებული ჩინეთის ათასწლეულის მონუმენტი.

ესპანური ხელოვნების გამოფენა პეკინში, ჩინეთის ათასწლეულის მონუმენტში (China Millennium Monument) ჩატარდება. გამოფენაზე, ახალგაზრდა ესპანელი მხატვრების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომელიც როგორც 3D- ნამუშევრებს ასევე თანამედროვე ესპანური ხელოვნების სრულ პეიზაჟს მოიცავს.

ხელოვნების დუეტი, ცნობილი ადამიანების პორტრეტებს განსაკუთრებულ ჩვენებაზე წარმოაჩენს.

დრო: 13 აგვისტო. 11:00-18:00.

ადგილი: Frank Lin ხელოვნების ცენტრი.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები