მარტი29 , 2024
ბიზნესიპეკინში Vision China-ს მოლაპარაკებათა პირველი ღონისძიება გაიმართა

[:ka]პეკინში Vision China-ს მოლაპარაკებათა პირველი ღონისძიება გაიმართა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

29 იანვარს, პეკინში ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში Vision China-ს მოლაპარაკებათა პირველი ღონისძიება გაიმართა. საღამოს მთავარი თემა იყო “ახალი ერა ჩემი თვალით”. ყოველდღიურ მოლაპარაკებათა სერია  ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთის China Daily-ის მიერაა ორგანიზებული. მოლაპარაკებები ახალ ეპოქაში ჩინეთის განსხვავებულ პერსპექტივებს გაუსვამს ხაზს.

Vision China-ს გახსნით ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ ამერიკელი სპეციალისტი რობერტ კუნი, China Daily-ის ჟურნალისტი ენდრიუ მუდი და ჩინელი ტელეწამყვანი ლიოუ სინი. სპიკერებმა სიტყვით გამოსვლისას, აუდიტორიას ჩინეთის ახალი ეპოქის შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს. 500 კაცისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე წარსდგა სახელმწიფო საბჭოს აპარატის ვიცე-მინისტრი კუო ვეიმინი, China Daily-ის მთავარი რედაქტორი  ჭოუ შუჩუნი და  UIBE- ის ხელმძღვანელი ძიანგ ცინგჭე. საპატიო სტუმართა სორის იყვნენ ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლებიც.

” Vision China არის China Daily-ის ინოვაციური პროექტი,რათა მთელს მსოფლიოს გავაგონოთ ჩვენი ხმა. ეს არის ახალი ძალისხმევა რათა ჩინეთმა მთელს მსოფლიოს აჩვენოს ახალი სახე ახალ ეპოქაში”- განაცხადა კუო ვეიმინმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

Vision China-ს მოლაპარაკებათა სერია ჩინეთის თემატიკაზე გაგრძელდება. აუდიტორიის წინაშე კვლავ წარსდგებიან გამორჩეული მომხსენებლები, რომლებიც ჩინეთის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები