აპრილი17 , 2024
ანალიტიკაპრეზიდენტი სი არაპარტიულ ჯგუფებს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს

[:ka]პრეზიდენტი სი არაპარტიულ ჯგუფებს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]პარასკევს, 21 ივლისს გამართულ საერთაშორისო თათბირზე, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი სიტყვით გამოვიდა. თათბირს ესწრებოდნენ არაკომუნისტური პარტიების, მრეწველობისა და ვაჭრობის  ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე არაპარტიული წევრები.

სიმპოზიუმზე, სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინფინგმა არაკომუნისტურ პარტიებს კონსენსუსისკენ მოუწოდა, რაც მომავალში მნიშვნელოვანია ჩინეთის კომუნუსტური პარტიის მიერ ქვეყნის მართვის  შენარჩუნებისა და სოციალისტური განვითარებისათვის.

პრეზიდენტმა პარტიების წევრებსა და მათთან დაკავშირებულ აქტორებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა და შესთავაზა ქვეყნის განვითარებისათვის ხელისშემშლელი სირთულეებისა და პრობლემების ობიექტური გზით მოგვარება. სიმ, ასევე იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლები სრულად იყენებენ თავიანთ უპირატესობას და ყურადღებას ამახვილებენ ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ გეგმაზე.

წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანალიზი და არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. პრეზიდენტის განცხადებით, მათ უნდა შეძლონ ყველა რესურსის გამოყენება და ერთობლივი წვლილი შეიტანონ ყოვლისმომცველი საზოგადოების ჩამოყალიბებაში. სიმ ისისც აღნიშნა, რომ წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკურმა ინდექსმა მოლოდინს გადააჭარბა, მეტად სტაბილური მაკროეკონომიკითა და საარსებო საშუალებათა გაუმჯობესებით. ამასთანავე, მან ისაუბრა  იმ პრობლემებზეც, რომლებიც ამჟამად შეიმჩნევა ქვეყნის ეკონომიკაში და დასძინა, რომ მეტი ძალისხმევით უნდა მოხდეს მიწოდება-ნაკლოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, რათა გამოირიცხოს ძირითადი რისკები.

სიმპოზიუმზე სიტყვით წარსდგა პრემიერი ლი ქეციანგიც. მან ისაუბრა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე,  დამსწრე საზოგადოებას გააცნო პარტიის ცენტრალური კომიტეტის ეკონომიკური მუშაობის გეგმა, მიმდინარე წლის მეორე ნახევრისათვის.

სიმპოზიუმის დასასრულ, იქ მყოფმა ეკონომიკის სფეროს ათმა წარმომადგენელმა თავიანთ გეგმაზე ისაუბრეს, მათ შორის “ერთი სარტყელი ერთი გზა” პროექტის განვითარებაზე. მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებში საუბარი იყო ადგილობრივი ხელისუფლების ვალის რისკების თავიდან აცილებზე, ღია ბაზრების გაძლიერებაზე, ლოჯისტიკის ეფექტიანობისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე, ასევე ახალი ენერგიის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე.

 

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები