აპრილი17 , 2024
ახალი ამბებირამდენად აისახება კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებაზე

რამდენად აისახება კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებაზე

ლაშა ბესიაშვილი

-

- Advertisment -spot_img

კორონავირუსის გამო წარმოქმნილი პანიკა, რომელის კერაც ქალაქი უხანია, ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეი ქალაქი და მთავარი შიდა სატრანსპორტო ცენტრი, დიდ შიშსა და გაურკვევლობას ბადებდა, როგორც ეპიდემიის გავრცელებასთან, ასევე ჩინეთის ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით.

წლების განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მისი როლი საერთაშორისო სავალუტო და საფონდო ბირჟებზე საგრძნობლად იზრდებოდა, რაც ყოველწლიურ მაჩვენებლებში საშუალოდ 7-8% იყო. შექმნილმა ვითარებამ, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კომპანიების დროებითი დახურვა გამოწვია, აღსაღნიშნავია რომ კორონავირუსის გავრცელების პერიოდი ჩინურ ახალ წელსაც დაემთხვა, რამაც სიტუაცია საგრძნობლად შეამსუბუქა, რადგან კომპანიების დიდ ნაწილს გაწერილი ჰქონდა იანვრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე დასვენება.

როგორც ჩინეთის ასევე მსოფლიოს წამყავნი ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ შექმნილმა ვითარებამ ჩინეთის სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე შესამჩვევი კვალი შესაძლოა მხოლოდ წლის პირველ დეკადაში ასახოს, რასაც ხელს უწყობს ჩინური ახალი წლის პერიოდიც.

მოსახლოება რეზერვების დიდ რაოდენობას ხარჯავს წინასაახალწლოდ. ეს პერიოდი  იმითაცაა განსაკუთრებული რომ მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე იზრდება, როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო, ტრანსპორტის გამოყენება, რაც ჩინეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ერთ-ერთი ეკონომიკური გათვლის თანახმად, ოქსფორდის წამყვანი ექსპერტები ვარაუდობენ რომ კორონავირუსისგან მიღებულმა ზიანმა 2020 წლის პირველ სამ თვეში შესაძლოა  4%-იანი უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება მთლიანი წლის მონაცემებს, გამომდინარე იქიდან რომ კორონავირუსისგან მიღებულ ძირითად ზიანს 2020 წლის პირველი დეკადისთვის ვარაუდობენ, მისგან მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანი უმნიშვნელოდ შეიძლება აისახოს მთლიანი წლის მონაცემებზე, რაც მინიმალურად ამცირებს მის ზეგავლენას ჩინეთის მთლიან ეკონომიკურ განვითარებაზე. ეკონომიკის მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ ზრდას 5,6% გაუტოლდება, რაც წინა წლის ეკონომიკურ ზრდას 0,6-0,8 პროცენტით ჩამოუვარდება.

მოცემულ შეფასებებს აძლიერებს ჩინეთში კომუნიკაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, რაც ჩინეთის მომსახურეობისა და შიდა გადაზიდვების სფეროთა გააქტიურებით, საკმაოდ ხელსაყრელ სიტუაციას ქმნის და ახალ ალტერნატივებს სთავაზობს ქვეყანას შექმნილი სიტუაციდან გამომდინარე.

პირველ რიგში, SARS-ის ეპოქისგან განსხვავებით, ჩინეთი ამჟამად ინტერნეტ კომერციის ხანაშია (Wechat, Alibaba, Taobao, Alipay), სადაც მომხმარებლების ძირითადი ნაწილი ონლაინ გამოწერებით სარგებლობს. ვირუსის გამო დიდ სავაჭრო ცენტრებსა, თუ მაღაზიებში გაყიდვებში შემცირების დიდი ნაწილი შესაძლოა ანაზღაურდეს ონლაინ შესყიდვების ზრდით, ხოლო საახალწლო მოგზაურობისთვის გამოთავისუფლებული თანხა კი უფრო გრძელვადიან მიზნებზე იქნება ორიენტირებული და საზაფხულო მოგზაურობითვის მოსახლეობა უფრო მეტად იქნება ფინანსურად მობილიზებული.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები