[:ka]

აღმოაჩინეთ საუკეთესო რამ, რითაც შეგიძლიათ დატკბეთ პეკინში, მაისის თვეში. გამოფენები, მუსიკალური საღამოები და სპექტაკლები, ტრენდული ღონისძიებები თუ სხვადასხვა აქტივობები ქალაქის ირგვლივ.

მაისის ფესტივალი

What's on in Beijing (May 13-19)

მაისის ფესტივალი, ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს კამერული მუსიკის პოპულარიზაციას ჩინეთში. ფესტივალი, ყოველწლიურად საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნულ ცენტრში იმართება. ფესტივალი პირველად 2009 წელს ჩატარდა გერმანელი კომპოზიტორის, და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის გარდაცვალების 190 წელს მიეძღვნა.

ფესტივალის ფარგლებში, წელს, მსმენელის წინაშე წარსდგება გერმანელი პიანისტი, ლარს ვოგტი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ორკესტრთან ერთად, გამართავს ბეთჰოვენის ხუთ საფორტეპიანო კონცერტს. კონცერტი გაიმართება 17-18 მაისს, ბილეთის ღირებულება: 15-70 დოლარი.

კლასიკური პიესა, ხელოვნება

What's on in Beijing (May 13-19)

ფრანგი დრამატურგი იასმინა რეზას ტონის ჯილდოს მფლობელი კომედია ხელოვნება უკვე 20 წელია მსოფლიოს ჰიტია. 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულმა თეატრალურმა სპექტაკლმა, გლობალურ სალაროებში 250 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 11-13-14 მაისი,  ფენგხაოს თეატრი, ბილეთის ღირებულება: 15-10 დოლარი.

(შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი 

midsummer night dream-ის სურათის შედეგი

„(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“ მიიჩნევა უილიამ შექსპირის ყველაზე რომანტიულ და პოეტურ კომედიათ, ეს არის ზღაპარი ადამიანურ ბედნიერებაზე. ეს პიესა უჩვეულოდ ხიბლავს ყველას რეალობისა და ფანტასტიკის, სერიოზულისა და სასაცილოს, ლირიკისა და იუმორის განუმეორებელი შერწყმით. 11-14 მაისი, პეკინის კომედიის თეატრი.

ტრადიციული ხელოვნების ახალი სახე

What's on in Beijing (May 13-19)

შანგტუნგში დაბადებული კუო ჭიკუანგი, გამოჩენილი ჩინელი მხატვარია. მის ნამუშევრებში ძირითადად ყვავილების და ფრინველების სილუეტები ჭარბობს. მის ამჟამინდელ გამოფენაზე,  წარმოდგენილი იქნება ათობით ნამუშევარი. გამოფენის სახელწოდებაა „ ჩრდილოეთის სტილი“. 17მაისი, ჩინეთის ეროვნული მუზეუმი.

სიტყვების რომანტიკა

What's on in Beijing (May 13-19)

ბრიტანული ბიბლიოთეკის ღირებული ექსპონატები, მათ შორის ჩარლზ დიკენსის, შექსპირის რომეო და ჯულიეტა და ნიკოლას ნიკლების 1599-ე კვარტეტის გამოცემა, ჩინეთში პირველად გამოჩნდა.

რომაო და ჯულიეტას 1599 კვარტეტის გამოცემა, რომელიც ერთ დროს მეფე ჯორჯ III- ის მფლობელობაში იყო, განსაკუთრებულად იშვიათია. როდესაც ის დაიბეჭდა, უილიამ შექსპირი კვლავ ცოცხალი იყო და პიესა უკვე დებიუტი გახლდათ. ეს ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, ყველაზე ზუსტ და ყველაზე ახლოდ ორიგინალთან. გამოფენის ნახვა შესაძლებელია 21 ივნისის ჩათვლით, ჩინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

[:]