ჩინური ახალი წელი ათასწლიანი ტრადიციების მქონე უძველესი დღესასწაულია. თუმცა, გასაკვირი სულაც არაა, რომ დროთა განმავლობაში ახალი მიდგომები და შეხედულებები ყალიბდება. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ჩინური საახალწლო გალაა (中央电视台春节联欢晚会), რომელიც ასევე ცნობილია როგორც გაზაფხულის ფესტივალის გალა. იგი წარმოადგენს მრავალფეროვან შოუს, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის (CCTV) მაუწყებლობით გადაიცემა და ჩინეთში ერთ-ერთი მთავარ სატელევიზიო ღონისძიებად ითვლება.

გაზაფხულის ფესტივალის გალას ისტორია

წარმოდგენები, როგორიცაა ჩინური ოპერა, ლომების ცეკვა და აკრობატიკა, მუდამ გაზაფხულის ფესტივალის განუყოფელი ნაწილი იყო. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კი მათ სატელევიზიო სივრცეში გადაინაცვლეს.

პეკინის ტელევიზიას მცირე მასშტაბის საახალწლო მაუწყებლობა 1956 წლიდან ჰქონდა. 1983 წელს CCTV-მ პირდაპირ ეთერში გაუშვა პირველი ჩინური საახალწლო გადაცემა. მას შემდეგ, ყოველ ჩინურ ახალ წელს, საახალწლო შოუ ახალი წლის ღამეს 20:00 საათზე იწყება და შუაღამემდე გრძელდება. 

1996 წელს გალა, პეკინის გარდა, ნანკინისა და შანხაის ცალკეული სტუდიებიდან მაუწყებლობდა. ეს განმეორდა 2016 წელსაც, სადაც ნაჩვენები იყო მსვლელობები 4 სხვა ქალაქიდან – ცუენჭოუდან, სიანიდან, კუანგჭოუდან და ხულუნპეიარიდან. 2009 წელს კი სცენაზე დამატებითი ეფექტებისთვის LED განათება დამონტაჟდა.

ბოლო წლებში, პირდაპირი მაუწყებლობა ხელმისაწვდომი გახდა დიასპორული ჩინელებისთვისაც ისეთ საიტებზე, როგორიცაა YouTube. ასევე, პოპულარობით სარგებლობს Chunwan, რომელიც შედარებით ახალგაზრდა თაობაზეა გათვლილი.

რა ტიპის წარმოდგენები იმართება საახალწლო გალას დროს?

კომედიური გამოსვლები – როგორც წესი, ორი კომიკოსის წარდგენით სრულდება ტრადიციული ჩეონგსამსი. მათი სკეტჩები მოიცავს კომედიურ ჩარჩოში მოქცეულ სოციალურ საკითხებს. 

სიმღერა და ცეკვა –  სრულდება როგორც ტრადიციული კლასიკური სტილის, ისე ხალხური, ეთნიკური და თანამედროვე სიმღერები და ცეკვები.

აკრობატიკა და მაგია – ჩინური აკრობატული შოუები ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობაა. ამასთან, როგორც წესი, ყოველწლიურად არის მინიმუმ ერთი სასცენო მაგიური წარმოდგენა, რომელშიც ხშირად უცხოელებიც მონაწილეობენ.

ჩინური ოპერა – რა თქმა უნდა, მრავალათასწლიანი ისტორიის მქონდე, ჯერ კიდევ ცინგის დინასტიის დროს შექმნილი ჩინური ოპერაც გალას განუყოფელი ნაწილია.

წყარო