მარტი28 , 2024
Travelსაექსპორტო ზღვისპირა რეგიონი: შანტუნგი

[:ka]საექსპორტო ზღვისპირა რეგიონი: შანტუნგი [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

შანტუნგის პროვინცია მდებარეობს აღმოსავლეთ ჩინეთში, ყვითელი მდინარის ბოლოს, შანხაისა და პეკინს შორის. შანტუნგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზღვისპირა რეგიონია. პროვინციას აღმოსავლეთიდან ოკეანე აკრავს, ხოლო დასავლეთით ხმელეთია. მისი სანაპირო ზოლი ნახევარკუნძულითაა განსაზღვრული. ნახევარკუნძული აღმართულია პოხაისა და ყვითელ ზღვას შორის. დასავლეთით საზღვრის შიდა ნაწილი გადის ხეპეი, ხენანი, ანხუეი, და ძიანგსუს პროვინციები.New Qingdao Skyline by RWilliamშანტუნგში კლიმატი თბილი-ზომიერია. პროვინციაში არის ცხელი ზაფხული, საკმაოდ მოკლე გაზაფხული და შემოდგომა, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 11°C – 14°C მერყეობს. ნალექების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს რეგიონის დასავლეთით. შანტუნგში თითქმის სულ მზეა, ამიტომაც, წელიწადის განმავლობაში აქ მოსავალი ორჯერ მოჰყავთ.Related imageზღვისპირა რეგიონი შანტუნგი უძველესი, ჩინური კულტურის ლუნგშანი და ცილუ აკვანია. ადგილი სადაც სუნ უ ომის შესახებ წერდა. მის მიერ დაწერილი „ ომის ხელოვნება“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია, რაც კი დაწერილა ომის შესახებ.
არსებობის ხანგრძლივმა ისტორიამ განაპირობა რეგიონის განვითარება. შანტუნგი ტურისტული რესურსებით საკმაოდ მდიდარია. უძველეს კულტურას ბუნებრივი სილამაზე ემატება რაც საოცარ ჰარმონიას ქმნის. Mystic Mountain by sobodashშანტუნგში მდებარე მთა თიენშანი (საქართველოში გავრცელებული იყო სახელწოდება”ტიანშანი”, რაც რუსული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე იყო გამოყენებული) მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობაა. აგრეთვე, ციუფუში მდებარე “სანქუნგი” , რომელიც კონფუცის მშობლიური ადგილია. სხვა ღირებული ადგილები შანტუნგში, არის ლინწ’, უძველესი დედაქალაქი – ცის, ცინგტაო ცნობილი როგორც, საერთაშორისო ლუდის ქალაქი, ზღვისპირა ქალაქი – იენთაი, რომელსაც „ცის დასალიერსაც“ უწოდებენ და ძი’ნანი, რომელიც ცნობილია იქ არსებული ბუნებრივი წყაროებით.

Image result for shandong foodრაც შეეხება სამზარეულოს. აქ ჩასულ სტუმრებს საკვების ნაირსახეობით უმასპინძლდებიან. აქ თქვენ შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ტეჭოუს მოშუშული ქათამი, კრევეტები ყავისფერ სოუსში, მსხლის ბურთულები თაფლით, ქათმის შემწვარი კუჭი და მისივე გულღვიძლი და სხვა.
კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ რათა გაეცნოთ რეგიონის კულტურას ლუძიუ, შანტუნგის ოპერაა.

ათასწლეულების უძველესი ისტორია, ტურისტული რესურსების სიჭარბე შანტუნგს მატებს ყველასგან გამორჩეულ ხიბლს. ამ ყველაფერმა განაპირობა მრავალი ტრადიციული ხელნაკეთების, ადგილობრივ სპეციალობათა და კულტურულ ნამუშევართა შექმნა. სამაგალითოდ შეიძლება მოვიყვანოთ, წითელ ხეზე ვერცხლით ამოტვიფრული წარწერები – რომლებიც ცნობილია, როგორც ვეიფანგის განძი, აგრეთვე იანგძიაპუს ფრანები და ახალი წლის სურათები, ცინგტაოს ნიჟარის ქანდაკებები და ციუფუს საგანძური.
Image result for shandong city1998 წელს, შანტუნგის ზღვისპირა რეგიონმა დაიწყო „ჩინეთის შესანიშნავი ტურისტულ ქალაქების“ ჯგუფის შექმნა. შანტუნგი სავსეა ტურისტული რესურსებით. მთა თიენშანი აღიარებულია ჩინეთის ნომერ პირველ მთად. კონფუცის ტაძარი და ქუნგის სასახლე თავიანთ ტყესთან ერთად მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია.Image result for shandong confucius temple

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები