Home Lifestyle სატელეფონო ჯიხურებში მინი ბიბლიოთეკები განთავსდება

[:ka]სატელეფონო ჯიხურებში მინი ბიბლიოთეკები განთავსდება[:]

0
4709

[:ka]

Image result for 书籍

ფოტო: www.jianshu.com

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ავტობუსს ელოდებით ან სახლში მისეირნობთ და ძალიან მოგინდათ რაიმე წაიკითხოთ, ამ სურვილის დაკმაყოფილებას ძალიან მალე შეძლებთ. შანხაის მთავრობის ახალი პროექტის თანახმად, ქალაქში არსებული 263 საჯარო სატელეფონო ჯიხური მალე მინი გადაიქცევა ბიბლიოთეკად, რომლის სარგებლობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სმარტფონების გამოგონებამდე ერთ-ერთ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენდა სატელეფონო ჯიხური, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ადამიანის ცხოვრებაში. დროის სვლასთან ერთად მათი ადგილი სმარტფონებმა დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, თანდათან უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ელექტრონულ წიგნებს, ნაბეჭდი წიგნები აქტუალობას კვლავაც არ კარგავს.

შანხაის მთავრობის ახალი პროექტი – მინი ბიბლიოთეკები სრულყოფილი გადაწყვეტილებაა. პროექტის ფარგლებში სატელეფონო ჯიხურები იქნება მრავალფუნქციური და მეტად გამოყენებადი საზოგადოებისთვის. ნებისმიერი მსურველი შეძლებს ისარგებლოს მინი ბიბლიოთეკით და დაიკმაყოფილოს სურვილი. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ნაბეჭდი წიგნების პოპულარიზაციას სოციუმში.

ქალაქში, სატელეფონო ჯიხურებში განთავსებული მინი ბიბლიოთეკები სხვადასხვა დანიშნულების იქნება და ნებისმიერ მკითხველს დააკმაყოფილებს. “ბიბლიოთეკის ჯიხური” წიგნის მოყვარულებს 60 სხვადასხვა ნაწარმოებს შესთავაზებს, “ვარსკვლავების საგამოფენო დარბაზში” ცნობილი სახეების ფოტოები იქნება განთავსებული, ხოლო “ელექტრონულ ჯიხურებში” მომხმარებელს საშუალებას მისცემს მოუსმინონ აუდიო ჩანაწერებს.

[:]

NO COMMENTS