აპრილი22 , 2024
ახალი ამბებიჩინეთის სატელიტური სადგური ანტარქტიდაზე

ჩინეთის სატელიტური სადგური ანტარქტიდაზე

ჩინეთი დაკვირვებებისთვის გეგმავს ანტარქტიდაზე სახმელეთო თანამგზავრის სადგურის აშენებას. ეს ემსახურება საზღვაო კატასტროფების მონიტორინგს, საზღვაო რესურსების ექსპლუატაციას და საზღვაო ეკონომიკის განვითარებას.

-

- Advertisment -spot_img
ჩინეთი, ოკეანეზე დაკვრივებისთვის ანტარქტიდაში სახმელეთო სადგურის აშენებას გეგმავს. რითაც, ხელს შეუწყობს საზღვაო ეკონომიკის მაღალხარისხიან განვითარებას. ინფორმაციის შესახებ, Global Times იტყობინება. 
 
როგორც ჩინეთის ოკეანის სატელიტური სახმელეთო სეგმენტის ნაწილი, სახმელეთო სადგური აშენდება ჩინეთის სამეცნიერო კვლევით ბაზაზე ჭონგშანის სადგურზე ანტარქტიდაში, ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერების კორპორაციის საჰაერო კოსმოსური დიზაინის გამოყენებით. ეს მოიცავს მათ შორის ანტენის ბაზების, მიმღები ოთახის და კაბელების მშენებლობას.
 
„ანტარქტიდაზე სატელიტური სახმელეთო სადგურის აშენება ჩვენთვის შესაძლებლობაცაა და გამოწვევაც“, – განუცხადა პროექტის გუნდის თანამშრომელმა Global Times-ს, ანტარქტიდაში არსებული რთული გარემოს და საინჟინრო პროექტის შეზღუდული თეორიული კვლევისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით.
 
საპროექტო ჯგუფი 2018 წელს ჩინეთის 35-ე ანტარქტიდული ექსპედიციის გუნდთან ერთად განთავსდა ჭონგშანის სადგურში და 47 დღე გაატარა იმ ადგილების გამოკვლევაში, სადაც აპირებენ ანტენის ბაზების აშენებას და კაბელების გაყვანას. მათ ასევე გაატარეს დრო შენობებზე გამოყენებული საიზოლაციო მასალების გამოსაცდელად.
 
როგორც ცნობილია, ანტარქტიდაზე ეკოსისტემისა და გარემოს დასაცავად გამოიყენებენ წინასწარ აწყობილ შენობებს. შემდგომ კონსტრუქციებში ასევე იგეგმება თვითგანვითარებადი, ეკოლოგიურად სუფთა საიზოლაციო მასალების გამოყენებაც.
 
2002 წლის მაისში ჩინეთმა პირველი საზღვაო თანამგზავრი გაუშვა. ჯამში რვა თანამგზავრი განთავსდა ოკეანის ფერის, ტემპერატურის, ზღვის დინამიკის, სანაპირო ზონების რესურსებისა და ეკოლოგიის დაკვირვებისთვის. ეს დაკვირვებები ემსახურება საზღვაო კატასტროფების მონიტორინგს, საზღვაო რესურსების ექსპლუატაციას და საზღვაო ეკონომიკის განვითარებას.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები

%d bloggers like this: