Home "ჩინეთის ექსპერტი 2017" საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები. მოკლე მიმოხილვა

[:ka]საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები. მოკლე მიმოხილვა [:]

0
4116

[:ka]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წლის ცხრა ივნისს დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნა საელჩო თბილისში, რამაც მისცა ძლიერი სტიმული ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. დღესდღეობით საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ბატონო ძი იენჩი, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კი – ბატონი დავით აფციაური.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის მნიშვნელოვან ფორმატს. საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიურად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები მრავალი მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში; 25-მდე ჩინური კომპანია უკვე წარმატებულად საქმიანობს საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა. ასევე  იზრდება ორმხრივი ვაჭრობა და საქართველოში ჩინელ ვიზიტორთა რიცხვი; ვითარდება ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში. ამასთან, ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ფორმატია მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის.

ნიშანდობლივია, რომ 2011 წლის 9 ივნისიდან დაინიშნა პირდაპირი ავიარეისი თბილისი-ურუმჩის მიმართულებით, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველო-ჩინეთს შორის, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში, ისე ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცებაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2012 წლის თებერვლიდან ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მიანიჭა „ტურიზმისთვის ხელსაყრელი ქვეყნის სტატუსი“ (Approved Destination Status), რაც ხელს უწყობს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდას.

[:]

NO COMMENTS