მარტი28 , 2024
ბიზნესისაქმიან ქალთა გაერთიანება "გლობალური ფორუმი 2017"-ს მასპინძლობს

[:ka]საქმიან ქალთა გაერთიანება “გლობალური ფორუმი 2017”-ს მასპინძლობს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

15 სექტემბერს, თბილისი “გლობალური ბიზნესფორუმი 2017”-ს მასპინძლობს, ფორუმი საქმიან ქალთა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდება და უმასპინძლებს 200-მდე საქმიან ადამიანს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფორუმის შესახებ სინომედიას საქმიან ქალბატონთა გაერთიანების პრეზიდენტი, ეკატერინე მაისურაძე ესაუბრა.

11 წელია ბიზნესში ვმოღვაწეობ, გამომდინარე აქედან სხვადასხვა ასოციაციების წევრი ვარ. მინდოდა ჩვენ ქვეყანაშიც ყოფილიყო ამგვარი გაერთიანება. ბიზნესში უმნიშვნელოვანესი პირადი კონტაქტების ქონაა. 2005  წლიდან ვარ კერძო ბიზნესში, თუმცა დრო შეიცვალა, თუ 10 წლის წინ მეილზე გპასუხობდნენ, დღეს იმდენად დაატარავდა მსოფლიო, რომ უკვე პირადი ნაცნობობა და კონტაქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქალთა მსგავსი  ორგანიზაციები ბევრია საქართველოში, მაგრამ მე მსურდა ჩამომეყალიბებინა საერთაშორისო დონის ორგანიზაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ქართველ ქალბატონებს ჰქონოდათ წვდომა უცხოელ კოლეგებთან. ჩვენ ორგანიზაციაში გაწევრიანებულნი არიან სხვადასხვა ბიზნეს სფეროში მოღვაწე ქალბატონები. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ახალი გახსნილია, ჩვენ გვსურდა   განგვეხორციელებინა მასშტაბური პროექტი, როგორიც არის ეს გლობალური ფორუმი, რათა ყოფილიყო “ნეთვორქინგი” საქმიან ქალბატონებსა და უცხოელებს შორის. ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა, ჩვენ ორგანიზაციაში გაწევრიანებულები არიან მამაკაცი ბიზნესმენებიც. მთავარი მიზანი კავშირების დამყარებაა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ და საქმიან ადამიანებს ერთმანეთს დავაკავშირებთ. ეს როგორც საქმიან ქალთა გაერთიანების მიზანია, ისევე ფორუმისაც.

ფორუმის იდეა:

ხშირად მიწევს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში და მსგავსი სახის ფორუმებზე, სამიტებზე და კონფერენციებზე დასწრება. იქ მეკითხებიან, თუ რომელი ქვეყნიდან ვარ, ბევრმა საქართველო არ იცის, თუმცა ვინც იცის ძალიან თბილად და კარგად მხვდებიან, ძალიან დიდი სითბო მოდის მათგან. როდესაც ჩემ ყვეყანას არ იცნობენ გული მწყდება ხოლმე, მსურს რომ საქართველო უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამგვარ ღონისძიებებზე.

ჩინეთიდან ანალოგიურ ფორუმებზე საკმაოდ დიდი დელეგაციები ჩამოდიან, ერთერთ გლობალურ სამიტს გავიხსენებ, სადაც 1400 ქალბატონი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის 94 ქალბატონი ჩინეთიდან იყო.

რაც შეეხება “გლობალური ფორუმი 2017”-ს, ფორუმი, როგორც წესი იგეგმება 1 წლით ადრე, მე კი მოვინდომე ამის 6 თვით ადრე გაკეთება, რამაც რაღაც რაღაცებში ხელი შემიშალა, მაგალითად სპიკერების ჩამოყვანაში, რომლებიც მე მინდოდა, მაგრამ არაუშავს, წინააღმდეგობებისა და სირთულეების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით ორგანიზება გაგვეკეთებინა ამხელა მასშტაბის პროექტისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ფორუმი ძალიან წარმატებულად ჩაივლის და მიეცემა ყოველწლიური სახე. მომავალ წელს უკვე ფორუმში მეტი სპიკერი მიიღებს მონაწილეობას, იქედან გამომდინარე, რომ მონაწილეობისთვის დაინტერესებული ხალხის ჯგუფიც არსებობს, რომლებსაც ჩამოსვლის და დასწრების სურვილი აქვთ.

მიზანი: 

ჩვენი მიზანია კავშირების გაცვლა ბიზნესმენებს შორის და ჩემი ქვეყნის წარმოჩენა. მთელი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან პოზიტიური და კარგი შთაბეჭდილებით გავუშვათ ჩამოსული სტუმრები. ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას  გადავუხდი ჩემ გუნდს, ადამიანებს, რომლებიც ამ ფრუმის ორგანიზებაში არიან ჩართულნი და მონაწილეებს. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკს, რომელიც ფორუმის ერთადერთი თანაორგანიზაორია და მხარში გვიდგას, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს. რათქმაუნდა ყველა მთავრობის წარმომადგენელს, ყველა პოზიტიურად შეხვდა ამ იდეას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც მხარი დაგვიჭირეს, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრო გარდა პოზიტიური განწყობისა, აქტიურად, ჩვენთან ერთად მუშაობს.

გეგმები:

საქმიან ქალთა გაერთიანება არის საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრისა და ტურისტულის პარტნიორი, ჩვენი სურვილია სამომავლოდ ამგვარი ფორუმების ჩატარება და მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობა, უცხოელი და ქართველი ბიზნესმენების დაკავშირება და სამომავლო ინვესტიციების განხორციელება.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები