აპრილი23 , 2024
კულტურასაჩუქრის ჩუქების განსაზღვრული წესები ჩინურ კულტურაში

საჩუქრის ჩუქების განსაზღვრული წესები ჩინურ კულტურაში

-

- Advertisment -spot_img

,მიუხედავად იმისა, რომ საჩუქარი ნებისმიერისთვის სასიხარულო საგანთან ასოცირდება, ჩინურ კულტურაში არსებობს საჩუქრების რამდენიმე ტიპი, რომელთა ჩუქებაც, კულტურული ტაბუსა თუ გავრცელებული ცრურწმენების გამო, შეუსაბამოდ ითვლება. მაგალითად:            

მწვანე ქუდი

მის ჩუქებას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ძველ ჩინეთში მწვანე ფერი დამცირებასთან ასოცირდებოდა და დროთა განმავლობაში ღალატის მნიშვნელობაც შეიძინა.

 

 

მსხალი
ჩინეთში ხილით სავსე კალათა პოპულარულ საჩუქრად ითვლება, თუმცა მასში იშვიათად თუ შეხვდებით მსხალს. ამის მიზეზი ისაა, რომ იგი მიტოვებასთან და განცალკევებასთან ასოცირდება.

 

 

საათი ან ქრიზანთემები

მათი ჩუქება სიკვდილს უკავშირდება.

 

 

 

ფეხსაცმელი
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ჩინელებს ძალიან მოსწონთ წყვილი ნივთების საჩუქრად მიღება, ფეხსაცმელი გამონაკლისია. იგი ზუსტად ისე გამოითქმის, როგორც ბოროტება. ვინმესთვის ფეხსაცმლის ჩუქება ნიშნავს, რომ გსურთ ამ ადამიანმა თქვენგან თავი შორს დაიჭიროს.

ქოლგა, მაკრატელი, დანა ან მსგავსი ტიპის ბასრი საგანი

ურთიერთობის დასასრულთან, დაშორებასთან ასოცირდება.

 

 

 

სარკე
როგორც ჩანს, სარკის გატეხის მიერ მოტანილი უიღბლობის ცრურწმენა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩინეთშიცაა გავრცელებული. ასევე, მიიჩნევა, რომ სარკე მოჩვენებებს იზიდავს.

 

 

ნაჭრის ცხვირსახოცი

ჩინეთში მოძველებულ საჩუქრად ითვლება, რადგან მხოლოდ დეკორატიული ფუნქციით an პანაშვიდების დროს თუ იყენებენ.

 

წიგნი

ჩინურად წიგნი და წაგება ერთნაირად გამოითქმის შესაბამისად. წიგნის ჩუქება წაგებასთან ასოცირდება.

 

 

 

„4“ – 四 = 死

როგორც ცნობილია, ჩინეთში ახალი წლის დღესასწაულზე წითელი კონვერტით ფულის ჩუქებაა გავრცელებული, თუმცა თანხის რაოდენობა არ უნდა უკავშირდებოდეს საკრალურ „სიკვდილის ციფრ“ ოთხიანს.

ამასთან, როდესაც საქმე საჩუქრის შეფუთვაზე მიდგება, უმჯობესია, თავი ავარიდოთ შავი ან თეთრი ფერის შესაფუთი მასალის გამოყენებას, რადგან თეთრი დაკრძალვასთან, ხოლო შავი ამპარტავნებასთან ასოცირდება. ასევე, ჩინეთში საჩუქრის ორივე ხელით გადაცემისა და გამორთმევის ჩვეულებაა გავრცელებული.

რასაკვირველია, აუცილებელია საჩუქრის გარემოების მიხედვით შერჩევა. მაგალითად, თუ ჩინურ ოჯახში აპირებთ სტუმრად მისვლას ან საქმიან შეხვედრაზე მიდიხართ საჩუქრის ჩუქება, კეთილგანწყობის გამოხატვის არაჩვეულებრივი ხერხია. შედარებით ხანშიშესულთათვის ვიტამინების ან მედიკამენტების ჩუქება საკმაოდ თავაზიანი ჟესტია. თუ ისეთ ადამიანებს ხვდებით, რომელთა ხედვასა და გემოვნებას ნაკლებად იცნობთ, ხილით სავსე კალათა საუკეთესო გამოსავალია. ბავშვებისთვის – სათამაშოების, ხოლო ქალბატონებისთვის, პარფიუმერიის ჩუქება მშვენიერი აზრია. რაც შეეხება ბიზნეს შეხვედრას, ამ დროს კალმის (თუმცა არა წითლის, რადგან კრიმინალთან ან სიკვდილთან ასოცირდება), თქვენი ქვეყნიდან ჩატანილი სუვენირის ან ტკბილეულის, თამბაქოს ან ალკოჰოლური სასმლის (მაშინაც კი თუ საჩუქრის მიმღები არ ეწევა ან არ სვამს) ჩუქება მიზანშეწონილია.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები