აპრილი25 , 2024
პოლიტიკასინგაპურისა და ჩინეთის განახლებული ურთიერთობები

[:ka]სინგაპურისა და ჩინეთის განახლებული ურთიერთობები [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ექსპერტების აზრით, სინგაპურის პრემიერ მინისტრის ლის ჩინეთში სამშაბათს დაწყებული სამუშაო ვიზიტი აჩვენებს, რომ დიდი ხნის დაძაბულობის შემდეგ, მას სურს, განახლდეს და გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები სინგაპურსა და ჩინეთს შორის. 2014 წლის შემდეგ, ლის ვიზიტი დაუგეგმავი და მოულოდნელი იყო, ვიზიტის შესახებ  ინფორმაცია 15 სექტემბერს დაანონსდა.

ჩინეთის პრემიერი ლი, სინგაპურის პრემიერს სამშაბათს, 19 სექტემბერს შეხვდა. სინგაპურის პრემიერ მინისტრი  შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტსა და პეკინის სხვადასხვა ლიდერთან გეგმავს, სანამ ფვუძიანის პროვინციის ქალაქ სიამენში გაემგზავრება.

ჩინეთს პრემიერისა და სინგაპურის პრემიერის შეხვედრა პეკინში. 2017 წლის 19 სექტემბერი. [ფოტო/Xinhua/Zhang Ling]

ლისთვის არ შეუთავაზებიათ “ერთი სარტყელი, ერთი გზის” პროექტში მონაწილეობის მიღება, სადაც არაერთი ლიდერი და საერთაშორისო დელეგაციის უმაღლესი წარმომადგენლები არიან ჩართულნი. ის, ასევე არ ესწრებოდა 2 კვირის წინ გამართულ BRICS – ის სამიტს, როდესაც ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვყენების წარსადგენად მიიწვიეს.

“ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლისთვის, რომელიც მუდმივი, ადგილობრივი ზეგავლენის ქვეშ ექცევა, ოპოზიციის მხირდან” – განაცხადა ჭუანგ კუოთუმ, სიანმენის უნივერსიტეტის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულების დირექტორმა.

[ფოტო/Xinhua/Li Tao]

“რადგან ჩინეთი სწრაფად ვითარდება, ლიმ გაიგო, რომ აუცილებელია ჩინეთთან ურთიერთობების გამოსწორება და პროექტში “ერთი სარტყელი, ერთი გზა” მონაწილეობის მიღება,” –  განაცხადა ჭუანგმა, Global Times – თან საუბრისას.

ინტერვიუში, Xinhua – ს საინფორმაციო სააგენტოსთან, ლიმ მზადყოფნა გამოთქვა, იმისთვის, რომ სინგაპურში განიხილოს ჩინეთის ბიზნეს ცენტრის, “ერთი სარტყელი, ერთი გზის” პროექტის შტაბ-ბინების დაარსება, ფინანსური, სავაჭრო და სატრანსპორტო რესურსების გათვალისწინებით.

“ტენგ სიაოფინგისა და ლი კუან იუს მიერ დამკვიდრებული გრძელვადიანი სტრატეგიული ტრადიცია, იგივე კულტურით, ენით და ახლო ეკონომიკური კავშირებით  – ეს ყელაფერი მიზეზებია, იმისთვის, რომ ჩინეთთან დამყარდეს ურთიერთობები, რასაც სინგაპურისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,” – განაცხადა ჭუანგმა.

“მიუხედავად იმისა, რომ სინგაპური პატარა ქვეყანაა, მას საერთაშორისო გავლენა აქვს მსოფლიოში და ის უზარმაზარ როლს ასრულებს ASEAN – ის ქვეყნების დიპლომატიაში, ამიტომ ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვან პროგრესს გვიჩვენებს,” – განაცხადა ჭუანგმა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები