მარტი27 , 2024
ახალი ამბებიჩინეთი პამირის მთებში ახალ ოპტიკურ ტელესკოპს განათავსებს

ჩინეთი პამირის მთებში ახალ ოპტიკურ ტელესკოპს განათავსებს

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის სინძიანგის ასტრონომიული ობსერვატორიის ცნობით, ჩინეთი 2024 წელს პამირის მთებში ახალი ოპტიკური ტელესკოპის დაყენებას გეგმავს, რომელიც სიდიდით მესამე იქნება ქვეყანაში.

-

- Advertisment -spot_img
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის სინძიანგის ასტრონომიული ობსერვატორიის ცნობით, ჩინეთი პამირის მთებში ახალ ოპტიკურ ტელესკოპს დააყენებს, რომელიც სიდიდით მესამე იქნება ქვეყანაში.
პამირი ცენტრალური აზიის მთათა სისტემაა და ჩინეთის გარდა ტაჯიკეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ყირგიზეთის ტერიტორიებზე მდებარეობს. რაც შეეხება ოპტიკურ ტელესკოპს, იგი აგროვებს და აფოკუსირებს შუქს ელექტრომაგნიტური სპექტრის ხილული ნაწილიდან, რათა შექმნას გადიდებული გამოსახულება პირდაპირი ვიზუალური შემოწმებისთვის, გადაიღოს ფოტო ან შეაგროვოს მონაცემები ელექტრონული სენსორების მეშვეობით.
ტელესკოპი განთავსდება მუზთაღის ობსერვატორიაში, სამხრეთ სინძიანგის აკეტაოს ოლქში.
ობსერვატორია 4520 მეტრის სიმაღლეზეა. ზამთარში ატმოსფეროში ტენიანობის შემცველობა ამ ადგილას ხშირად ორ მილიმეტრზე ნაკლებია, ხოლო კონგურის მთა ბლოკავს ქალაქებიდან სინათლის დაბინძურებას, თქვა ვანგ ნამ, სინძიანგის ასტრონომიული ობსერვატორიის დირექტორმა.
ვანგმა აღნიშნა, რომ მუზთაღზე შესანიშნავი ოპტიკური დაკვირვების პირობები საკმაოდ იშვიათია ქვეყანაში და შეიძლება შევადაროთ მსოფლიო დონის ოპტიკურ ობსერვატორიებს.
1,9 მეტრიანი ოპტიკური ტელესკოპი ამჟამად სიდიდით მესამე უნივერსალური ოპტიკური ტელესკოპია ჩინეთში და მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2024 წლის ივნისში იგეგმება.
ვანგის თქმით, სინძიანგის ასტრონომიული ობსერვატორია იმედოვნებს, რომ მიიზიდავს უფრო დიდ ასტრონომიულ პროექტებს მუზთაღში, რითაც იგი გახდება მსოფლიო დონის ასტრონომიული დაკვირვებისა და კვლევის ბაზა.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები

%d bloggers like this: