მარტი27 , 2024
ბიზნესიტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული კერძო სკოლა პეკინში

[:ka]ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული კერძო სკოლა პეკინში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ბავშვების განათლება ჩინელი მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და ამიტომ ოჯახები არაფერს იშურებენ იმისთვის, რომ ბავშვებმა კარგი განათლება მიიღონ.ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლები ჩინეთში მოსწავლეებს ადეკვატური განათლების მიღებას სთავაზობენ, მდიდარი ელიტა განათლების დასავლური მოდელს ემხრობა, მათი აზრით დაწყებითი სკოლა და  საშუალო სკოლა მხოლოდ პირველი საფეხურებია იმისთვის, რომ ბავშვებმა მომავალში განათლება საზღვარგარეთ მიიღონ.

პეკინის კერძო სკოლების უმრავლესობას საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ჩინურ გამოცდაზე  Gaokao –  ზე  არ არიან ორიენტირებულები, მათთვის პრიორიტეტულია მოსწავლეების – TOEFEL, SATs და IELTS  – ის გამოცდებისთვის მომზადება.

პეკინი, მდიდარი ადამიანების ნაკლოვანებას არ განიცდის, პირიქით – მდიდარი ბიზნესმენების, ცნობილი სახეების, უცხოელი ელიტის წარმომადგენლების რიცხვი იზდება, სწორედ ამიტომ კერძო სკოლები, პეკინის  ელიტარულ კატეგორიას ემსახურება.  სკოლები ამტკიცებენ, რომ ისინი უმაღლესი სტანდარტების მიხედვით ასწავლიან ბავშვებს და ასევე მკაცრ დისციპლინას აჩვევენ.

სკოლაში მიღების შემდეგ, ოჯახმა სწავლის საფასური უნდა დაფაროს, რომელიც საშუალოდ – 200 000 იუენია ($32 240) – წელიწადში. რამდენიმე სკოლა-ინტერნატი, მშობლებს მთლიან,  სავალდებულო 12 წლიან კურსს  სთავაზობს, რომლის ღირებულებაც ჯამში 2 მილიონზე იუენზე მეტი გამოდის ($322 400)

  პეკინში ყველაზე ძვირადღირებული კერძო სკოლების ჩამონათვალი:

No 10 – Beijing Royal School  (პეკინის სამეფო სკოლა)

პეკინის სამეფო სკოლა – საერთაშორისო სკოლაა, რომელიც პეკინის სამეფო კამპუსში, ჩანგფინგშია განთავსებული, კამპუსი – საუკეთესო აღჭურვილობით, 100  000 კვადრატული მეტრია.

საშუალო ყოველწლიური სწავლის საფასური – 150 000 იუენი ( $ 24 165)

პეკინის სამეფო სკოლის შესასვლელი. [ფოტო/File photo]

No 9 – Canadian International School of Beijing (პეკინის კანადური საერთაშორისო სკოლა) 

2005 წელს დაარსებული, პეკინის კანადური საერთაშორისო სკოლა მსოფლიო დონის მოწყობილობას, საერთაშორისოდ აღიარებულ კანადური განათლების სასწავლო პროგრამასა და ბაკალავრიატის პროგრამას გვთავაზობს,  ისინი მაქსიმუმ- 1700 სტუდენტს იღებენ.

CISB –  ამჟამად  50 ქვეყნიდან, დიპლომატიურ და ემიგრირებული ოჯახების სტუდენტებს ასწავლის.

საშუალო ყოველწლიური სწავლის საფასური – 170 000 იუენი ($27 387)

სკოლის მთავარი შესასვლელი. [ფოტო/ File photo]
No 8 – International School of Beijing (პეკინის საერთაშორისო სკოლა)

პეკინის საერთაშორისო სკოლა, პირველი საერთაშორისო სკოლა იყო პეკინში, ადრეულ საფეხურებზე სკოლას მხოლოდ 8 მოსწავლე და 2 სერტიფიცირებული  მასწავლებელი ჰყავდა. 1980 – იან წლებში დიპლომატიური ოჯახების რიცხვის ზრდასთან ერთად სკოლა უფრო განვითარდა და შემდეგ ოფიციალური სახეც მიიღო.

საშუალო ყოველწლიური სწავლის საფასური – 200 000 იუენი ($32 220)

დაცვის სამსახური სკოლის მთავარ შესასვლელთან. [ფოტო/File photo]
No 7 – Harrow International School of Beijing ( პეკინის ფარცხის საერთაშორისო სკოლა) 

პეკინის ფარცხის საერთაშორისო სკოლა ჩაოიანგის (Chaoyang) რაიონშია განთავსებული.

2005 წელს დაარსებულმა სკოლამ სწავლის ლიცენზია მოიპოვა, რომელსაც ამჟამად სხვადასხვა სქესის და 38 ეროვნების, 3-18 წლამდე, 680 მოსწავლე ჰყავს.

საშუალო ყოველწლიური სწავლის საფასური – 200 000 იუენი ($32 220)

Prince Andrew, The Duke of York, David Shinkfield, Harrow International School – ის დირექტორი 10 წლის იუბილეს ზეიმობენ [ფოტო/File photo]

No 6 – Beijing City International School ( პეკინის ქალაქის საერთაშორისო სკოლა)

პეკინის ქალაქის საერთაშორისო სკოლა კერძო სკოლაა, რომელიც პეკინში საერთაშორისო სასწავლო პროგრამას 12 მოსწავლეს სთავაზობს.

სკოლას სპეციალურად აშენებული ობიექტი აქვს, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს რაიონში. როგორც საერთაშორისო ბაკალავრიატის – საერთაშორისო სკოლა, მას აქვს უფლება IB – ის სამი პროგრამა ასწავლოს ( დაწყებითი, საშუალო და სადიპლომო საფეხურები) სკოლა, საერთაშორისო სკოლების საბჭოს და დასავლური სკოლების ასოციაციის მიერ არის აკრედიტირებული.

საშუალო ყოველწლიური სწავლის საფასური – 220 000 იუენი ($35 442)

Beijing City International School – ის შესასვლელი [ფოტო/File photo]
No 5 – Beijing Huijia Private School (პეკინის ხუიძიას კერძო სკოლა)

პეკინის ხუიძიას კერძო სკოლის მიზანია საერთაშორისო, დივერსიფიცირებული სწავლის ატმოსფეროს შექმნა მოსწავლეებისთვის, სადაც დიდ მნიშნველობას – ტოლერანტობას, იდეებს და სხვადასხვა კულტურის მიღებასა და გაგებას ანიჭებენ.

სკოლას სურს სტუდენტებისთვის უზრუნველყოს სწავლის სხვადასხვა შესაძლებლობები და პიროვნულად უფრო კეთილგანწყობილი, გააზრებული, პასუხისმგებელი და განვითარებული ადამიანები ჩამოაყალიბოს.

საშუალო ყოველწლიური სწავლის საფასური – 220 000 იუენი ($35 442)

სხვადასხვა ქვეყნის დროშები სკოლის შესასვლელთან. [ფოტო/File photo]
No 4 – Dulwich College Beijing ( დულვიჩის კოლეჯი პეკინში)

დულვიჩის კოლეჯი -ბრიტანული საერთაშორისო სკოლაა, რომელმაც პეკინის ფილიალი 2005 წლის აგვისტოში გახსა, 2013 წლისთვის კი 1- 18 წლამდე ასაკის 1 450 სტუდენტი მიიღო.

დულვიჩის კოლეჯი  მოსწავლეებს, ინგლისურ ეროვნულ სასწავლო პროგრამას,   IGCSE კურსებს, საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს და გერმანულ ენაზე სწავლებასაც სთავაზობს.

საშუალო ყოველწლიური სწავლის საფასური  – 250 000 იუენი ( $40 275)

დულვიჩის კოლეჯის ბილბორდი. [ფოტო/File photo]
No 3 Mapleleaf International Schools ( მაფლელიფის საერთაშორისო სკოლა)

საშუალო ყოველწლიური სწავლის საფასური – 260 000 ($41 886)

სკოლის კამპუსი. [ფოტო/IC]
No 2 National Institute of Technology (ტექნოლოგიების ნაციონალური ინსტიტუტი)

ტექნოლოგიების ნაციონალური ინსტიტუტი პეკინში, ჩაოიანგის რაიონშია. 1997 წელს დაარსებული NIT სამი სკოლისგან შედგება: NIT(10-12 კლასები ) პეკინის ავსტრალიური საერთაშორისო სკოლა (1-6 კლასები), პეკინის საერთაშორისო სკოლა (1-9 კლასები)

სკოლაში, 2 300 სტუდენტიდან, 150 – ზე მეტი უცხოელია.

საშუალო ყოველწლიური სწავლის საფასური – 280 000 იუენი ($45 108)

ტექნოლოგიების ნაციონალური ინსტიტუტი. [ფოტო/File photo]
No 1 Beijing BISS International School (პეინის საერთაშორისო სკოლა – BISS)

პეკინის საერთაშორისო სკოლა BISS – დამოუკიდებელი ინგლისურ ენოვანი დღის სკოლაა, რომელიც პეკინში, ჩაოიანგის რაიონში მდებარეობს.

1994 წელს დაარსებული BISS სწავლების სამივე საფეხური აქვს.

სკოლა, ინსტრუქციებს გასცემს იმის თაობაზე თუ სად და როდის სჯობს ბავშვების საბავშვო ბაღში შეყვანა.

2012 წელს სხვადასხვა ეროვნების 340 სტუდენტი ჩაირიცხა სკოლაში.

საინფორმაცი სააგენტოს Xinhua – ს ინფორმაციით, “სკოლას აქვს რეპუტაცია იმის დასამკტიცებლად რომ მათთან მაღალი ხარისხის განათლების სისტემაა, რადგან BISS სკოლადამთავრებულები აქტიურად ირიცხებიან Harvard – ისა  და Columbia – ს უნივერსიტეტებში”

საშუალო ყოველწლიური სწავლის საფასური – 300 000 იუენი ($48 330)

ოფიციალური პირები Beijing BISS International სკოლას სტუმრობენ [ფოტო/File photo]
[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები