Home კულტურა ტრადიციული ჩინური ოპერა ონლაინ

[:ka]ტრადიციული ჩინური ოპერა ონლაინ [:]

0
4795
პეკინის ოპერის ვარსკვლავი ხუ ვენგე [ფოტო/China Daily]

[:ka]ახლა უკვე ჩინური ტრადიციული ოპერის ყოველდღიურად ხილვაა შესაძლებელი. ახალი პროექტი, რომელიც China’s Momo Inc – მა დააფუძნა, ოპერის მოყვარულებს შესაძლებლებლობას აძლევს, წამყვან საოპერო ვარსკვლავთა შესრულებით, ონლაინ რეჟიმში, ყოველდღიურად იხილონ სპექტაკლები. ახალ პროექტს უკვე შეუერთდნენ ისეთი წამყვანი საოპერო ვარსკვლავები, როგორებიც არიან, პეკინის ოპერის ვარსკვლავი ხუ ვენგე და ქუნციუს ოპერის ვარსკვლავი შაო თიენშუაი.

ტრადიციული ჩინური ოპერის ონლაინ ადაპტაციას 700 000 ადამიანი ადევნებდა თვალყურს. საღამოს სპექტაკლის შემდეგ, ვარსკვლავებმა ტელემაყურებელს უძველესი ხელოვნების ფორმების შესახებ გაუზიარეს ცოდნა და მათ სასცენო მაკიაჟსა და გუნდურ რეპეტიციებზე ესაუბრეს.

აღნიშნულ პროექტამდე, კომპანია China’s Momo Inc ჩინეთის ეროვნულ ტრადიციულ ორკესტრთან ერთად აკეთებდა გადაცემებს. მათ ონლაინ გამოსვლებს 20 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ასეთი წარმატების შემდეგ, კომპანია კვლავ გეგმავს განაგრძოს ონლაინ წარმოდგენები, ახლა უკვე ჩინური ტრადიციული ოპერის თანხლებით.

Traditional Chinese operas now going online
ქუნციუს ოპერის ვარსკვლავი შაო თიენშუაი [ფოტო/China Daily]
 [:]

NO COMMENTS