აპრილი17 , 2024
კულტურა"უშუ"- ჩინური საბრძოლო ხელოვნება

[:ka]”უშუ”- ჩინური საბრძოლო ხელოვნება [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინური საბრძოლო ხელოვნება წარმოადგენს სოციალურ-კულტურულ ფენომენს, რომელიც წარმოიშვა ჩინური ცივილიზაციისაგან და რომელსაც სხვა კულტურაში ანალოგი არ ჰყავს. ჩინეთისთვის, საბრძოლო ხელოვნება ყოველთვის იყო მრავალფუნქციური და მასში ფილოსოფია და თავდაცვის მეთოდები არასოდეს იმიჯნებოდა. საბრძოლო ხელოვნება ყოველთვის წარმოადგენდა ერთდროულად სულიერ დისციპლინას, თვიდთაცვის ხელოვნებას, სოციალურ-კულტურული აღზრდის ხერხს და რიტუალური სპორტის სახეობას, ასევე ფსიქოფიზიკური სწავლების ხერხს და ადამიანის თვითრეალიზაციას.

ჩინეთის კულტურა, რომელიც ეფუძნება უძველეს სიწმინდეთა პატივისცემას, უშუს წარმოშობის პერიოდად ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი ათას წელს მიიჩნევს, იმ პერიოდს, როდესაც პრიმიტიულ საზოგადოებაში ადამიანები იბრძოდნენ თვითგადარჩენისათვის.

ხელის, ფეხის, მარტივი იარაღის გამოყენებითა და ბუნებრივი შერჩევით დაიწყო თავდაცვითი და შეტევითი ტექნიკის მეთოდების ჩამოყალიბება, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ დროთა განმავლობაში მუდმივი განვითარებისა და გაუმჯობესების შედეგად საბრძოლო ხელოვნება გადაიზარდა უნიკალურ კულტურაში, რომელსაც გააჩნია საკუთარი წესები და კანონები, ლიტერატურა და თეატრი, სასწავლო დაწესებულებები და სკოლები, პოეზია და რიტუალები.

თუმცა, უშუ, როგორც სულიერი და კულტურული ფენომენი, რომელიც წარმოადგენს ფსიქოფიზიკური გავლენის მეთოდების ფართო მრავალფუნქციურ კომპლექსს, რის საფუძველშიც იყო ჩინური საბრძოლო ხელოვნების ტექნიკები, ტრადიციული ფილოსოფიური სკოლები, რიტუალური, მისტიკური, საბრძოლო, გამაჯანსაღებელი, ფსიქო-მარეგულირებელი და სხვა ურთიერთდაკავშირებული ასპექტები, ჩამოყალიბდა ბევრად უფრო მოგვიანებით.

იარაღის გამოყენებით ბრძოლის პირველი ნახატები გვხვდება შან-ინის(XIV-XI საუკუნე) ეპოქასთან დაკავშირებულ გამოსახულებებში. ეს არის პერიოდი, როდესაც ხუანხეს მდინარის ხეობაში გამოჩნდნენ პირველი პროსახელმწიფოები. ამავე პერიოდს უკავშირდება ჩინური ტრადიციული საბრძოლო იარაღის ძირითად სახეობათა გამოჩენაც, რომელთა შორის იყო გრძელტარიანი შუბი, ხანჯალი, შუბი და მრავალი ხმლის სახეობა. დიდი ხნის მანძილზე ჯარისკაცთა მომზადებაში დომინირებდა იარაღის გამოყენება. შიშველი ხელებით ბრძოლის ხელოვნება არ იყო პოპულარული, რადგან მიიჩნეოდა, რომ რაც არ უნდა ოსტატურად ებრძოლა მეომარს ხელებითა და ფეხებით ის ყოველთვის დაბლა იდგა მეომართან, რომელიც იბრძოდა შუბით ან ხმლით. შიშველი ხელებით ბრძოლა გავრცელებული იყო საზოგადოების დაბალ ფენებში, ანუ იმ ადამიანებში, რომელთაც არ შეეძლოთ იარაღის შეძენა ან უბრალოდ არ ჰქონდათ მისი ტარების უფლება დაბალი სოციალური სტატუსის გამო. შიშველი ხელებით ბრძოლის ხელოვნება, როგორც საბრძოლო ხელოვნების ცალკეული სახეობა, II-III საუკუნეებიდან მოიხსენიება.

ხანის პერიოდის იმპერატორი უ-ძის(მებრძოლი) მმართველობის დროს, რომელიც ძალიან აფასებდა ყოველგვარ საბრძოლო ხელოვნებას, სხვადასხვა სახის საბრძოლო ხელოვნება გაერთიანდა კონცეფციით «ძიუეტი»- „ბრძოლაში ჩართვა“. თუმცა ბრძოლის კონკრეტული წესები არ არსებობდა და იმარჯვებდა ის ადამიანი, რომელიც მეტოქეს გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენებდა, ზურგით დასცემდა ძირს ან შებოჭადვა ისე, რომ მეტოქეს აღარ შესძლებოდა განძრევა. სწორედ, სამხედრო ხელოვნების პრაგმატული მიდგომა, როგორიცაა გამარჯვება ბრძოლაში, უშუს სათავეში ჩაუდგა.  VI-VII საუკუნეებში,  უშუ იწყებს ჩამოყალიბებას, როგორც სამხედრო მეთოდებზე, ხალხურ მისტიკასა და დაოსურ შეხედულებებზე დაფუძნებული უნიკალური სისტემა.

თუ საბრძოლო ხელოვნება იყო უშუს პირველი წყარო, მაშინ მის მეორე წყაროდ უნდა მივიჩნიოთ რა თქმა უნდა, შინაგანი წვრთნის, ფსიქო-პრაქტიკისა და ადამიანის შიდა ენერგიის „ცის“ ცირკულაციის რეგულირების სისტემა. პირველმა წყარომ უშუს აჩუქა თავდაპირველი ტექნიკური არსენალი ანუ გარე ნაწილი, ხოლო მეორე წყარომ ბევრად მეტი შიდა ანუ სულიერი მხარე მისცა. სწორედ ამ უკანასკნელმა გამოიწვია უშუს გარდაქმნა სულიერ დისციპლინად, განსაკუთრებით კი „შინაგანი განვითარების ხელოვნებად“.

პრაქტიკულად არ არსებობს უშუს არცერთი სტილი, რომელიც არ შეიცავს «ნეიკუნ» 内功(შიდა მუშაობა).  ამ სახელით, ის თავისთავად ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის  «ვაიკუნ» -თან რაც გულისხმობს გარე მუშაობას-ფიზიკურ ვარჯიშებს. თუმცა გარეგანი და შინაგანი სამუშაო ყოველთვის უნდა მოდიოდეს ერთიანობაში.

დიდი ხნის მანძილზე შინაგანი მეთოდები არაფრით არ უკავშირდებოდა საბრძოლო ხელოვნებას. ამ ორი ტენდენციის შერწყმა შეიძლება ჩაითვალოს ჩინეთის საბრძოლო ხელოვნებაში უდიდესი რევოლუციის დასაწყისად. სწორედ ამან გამოიწვია სულიერი და სამხედრო-პრაქტიკული ერთიანობის შექმნა კულტურაში.

ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე  „შინაგან ხელოვნებას“  რამდენიმე ათეული სახელი გააჩნდა. უკანასკნელი სახელწოდება, რომელიც დღეს ფართოდაა გავრცელებული არის «ციკუნ» (ცის მართვის ხელოვნება).  ნეიკუნ ანუ შიდა მუშაობა მხოლოდ სუნთქვით ვარჯიშებს არ მოიცავს. მისი მთავარი ამოცანაა ძლიერი ნებისყოფის გამომუშავება. ნეიკუნ კონცეფციის შინაარსი კონტექსტის მიხედვით განსხვავდება.  ხშირად ის მოიცავს არა მხოლოდ სუნთქვის, მედიტაციური წვრთნების და დიეტური რეცეპტების კომპლექსს, არამედ თვითგანვითარების ტიპს. შაოლინის უშუს ნეიკუნში მოიაზრება სხეულის გამაგრების პრაქტიკა ცის ცირკულაციითა და ბუდისტური მედიტაციებით. ხოლო, სხვა რიგ სკოლებში, მარტივი სუნთქვითი ვარჯიშები შედის.

შუასაუკუნეების პერიოდში უშუს განვითარების აპოგეად იქცა სუნის დინასტიის ეპოქა. შეიქმნა იარაღის ათობით ახალი სახეობა, სხვადასხვა კონფიგურაციის ნაჯახი, შუბი. ასევე გაუმჯობესდა ხმლის დამზადების მეთოდები. უშუს სწრაფ განვითარებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ იმ პერიოდის ორი იმპერტორი ლი შიმინი და ჭაო კუანინი შესანიშნავი მებრძოლები იყვნენ და ნებისმიერ სამხედრო ხელოვნებას პატივს სცემდნენ. უშუს დონე მაღალი იყო ჩვეულებრივ ადამიანებშიც. უფრო მეტიც, ზოგიერთ ასპექტში ისინი სამხედრო პირებზე მეტად მაღლა იდგნენ. განსაკუთრებით ეს ეხებოდა იმ სახეობებს, რომლებიც  სახალხო ზეიმებზე იმართებოდა.

სუნის დინასტიის ეპოქაში  უშუს პრაქტიკაში შემოდის შეჯიბრების ახალი სახეობა, როგორიცაა „ბრძოლა პლატფორმაზე“.  ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის ნახევრამდე გაგრძელდა. ორი მებრძოლი გამოდიოდა და გარკვეული წესებით მართავდნენ ბრძოლას სრული კონტაქტით.  ბრძოლის წესები განსხვავდებოდა რეგიონების მიხედვით. მიიჩნევა, რომ ამგვარი ბრძოლის ინიციატორი იყო სუნის დინასტიის იმპერატორი ჭაო კუანინი. ვინაიდან, იმპერატორი თავად იყო უშუს გამოჩენილი ოსტატი, ის ხშირად იღებდა მონაწილეობას ბრძოლებში და საპაექროდ ერთ ან ორ მეტოქეს იწვევდა. ხშირად ის მოითხოვდა რეალურ ბრძოლას სრული სამხედრო აღჭურვილობით.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები