მარტი24 , 2024
სხვადასხვაუცხოელებისთვის ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა დროებით აიკრძალა

უცხოელებისთვის ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა დროებით აიკრძალა

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ემიგრაციის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლის დროებითი შეჩერების შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

მთელ მსოფლიოში COVID-19–ის სწრაფი გავრცელების გათვალისწინებით, ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით შეაჩეროს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა ეხება ვიზებს ან ბინადრობის ნებართვებს, რომლებიც ძალაშია ამ დრომდე. განცხადება ძალაში შევა 2020 წლის 28 მარტის დილის 00:00 საათიდან. ასევე შეჩერდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ APEC ბიზნეს – ბარათები. შეზღუდვა შეეხება მათ შორის საპორტო ვიზებს, უვიზო მიმოსვლის 24/72/144 საათიან სატრანზიტო პოლისებს, ჰაინანის 30-დღიან, 15-დღიან უვიზო პოლისს, რომელიც განსაზღვრულია შანხაის პორტში უცხოელი საკრუიზო ჯგუფის მოგზაურობისთვის, ასევე დროებით შეჩერდება გუანტუნგის 144-საათიანი უცხოელი ტურისტული ჯგუფებისთვის განსაზღვრულ უვიზო მიმოსვლა, ჰონგ კონგიდან ან მაკაოს SAR-დან, და კუანგსის 15-დღიან უვიზო მიმოსვლა, რომელიც განსაზღვრულია ASEAN-ის ქვეყნების უცხოელი ტურისტული ჯგუფებისთვის.

გადაწყვეტილება არ შეეხება ქვყანაში დიპლომატიური, მომსახურების, პროვილეგიის ან C ვიზებით შესვლას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ჩინეთში მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო ან ტექნოლოგიური საქმიანობისთვის ან საგანგებო ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის ესაჭიროებათ ჩინეთში შემოსვლა, ვიზებისთვის მათ უნდა მიმართონ ჩინეთის საელჩოებს ან საკონსულოებს. ამ განცხადების შემდეგ გაცემული ვიზებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩინეთის ტერიტორიაზე შემოსვლა  არ შეეზღუდებათ.

შეჩერება დროებითი ღონისძიებაა, ჩინეთი იძულებულია, გაითვალისწინოს ვითარება და სხვა ქვეყნების პრაქტიკა. ჩინეთი ყველა მხარესთან მჭიდრო კავშირში დარჩება და სპეციალური პირობების შესაბამისად, გაგზავნის პერსონალის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ზემოხსენებული ზომების ცვლილება მოხდება შესაბამისი ვითარების გათვალისწინებით და გამოცხადდება შესაბამისად.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები