აპრილი15 , 2024
დღესასწაულებიფარნების ფესტივალი - ჩინური ახალი წლის გრანდიოზული დასასრული

ფარნების ფესტივალი – ჩინური ახალი წლის გრანდიოზული დასასრული

ჩინური ახალი წელი ყოველწლიურად ფარნების ფესტივალით მთავრდება. ეს გრანდიოზული დღესასწაული სავსეა ტრადიციებითა და ისტორიით და განსხვავებულად აღინიშნება როგორც ჩინეთის პროვინციებში, ასევე სხვა ქვეყნებში.

-

- Advertisment -spot_img

ჩინური ახალი წლის ზეიმი დასასრულს უახლოვდება, რაც ნიშნავს რომ ჩინეთში ფარნების ფესტივალი (ჩინ. 元宵节 / yuánxiāo jié) აღინიშნება.

ფარნების ფესტივალი მთვარის კალენდრის პირველი თვის მე-15 დღეს (ამ წლის 5 თებერვალს) აღინიშნება. იგი ითვლება ხანგრძლივი სადღესასწაულო პერიოდის გრანდიოზულ დასასრულად. ფარნების ფესტივალი აღნიშნავს წლის პირველ სავსემთვარეობას – აქედან მოდის მისი სახელიც (იუანი ნიშნავს დასაწყისს, სიაო ნიშნავს ღამეს).

ფესტივალი აღნიშნავს ზამთრის დასრულებას და გაზაფხულის სეზონის დაწყებას. ის ხშირად 24 ტრადიციული ჩინური მზის პერიოდიდან ორს – „გაზაფხულის დაწყებას“ და „გაზაფხულის წვიმას“ ემთხვევა.

ამ დღეს, ხალხი ანთებს ფარნებს, რაც სიბნელის განდევნის და იმედის სიმბოლოა. ისინი ასევე ესწრებიან სპექტაკლებს, ფეიერვერკების შოუს და ცდილობენ ამოხსნან გამოცანები. გადმოცემის თანახმად, ტრადიცია განსაკუთრებით პოპულარული ხანის დინასტიის პერიოდში გახდა.

ძველად, ფარნების ფესტივალი წელიწადის ერთ-ერთი იშვიათი დრო იყო, როდესაც დაუქორწინებელ გოგონებსა და ბიჭებს ერთმანეთთან შეხვედრის უფლებას აძლევდნენ, ამიტომ ზოგიერთი მას ჩინურ ვალენტინობის დღესაც უწოდებს. ეს რომანტიკული ფესტივალი კარგად არის აღწერილი ჩინურ ლიტერატურაში და უამრავი ცნობილი პოემის ინსპირაციაც გამხდარა.

ტრადიციები

ფარნების ფესტივალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება უამრავი განსხვავებული ტრადიციით. მაგალითად, ზოგიერთ ქალაქში, ფესტივალის აღსანიშნად გრანდიოზულ გამოფენებსა და პარადებს აწყობენ.

ჩინეთის ფუძიანის პროვინციაში, ფუთიენში, მიიჩნევენ, რომ მათთან ფარნების ფესტივალი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. ზოგიერთი ადამიანი, მას ახალი წლის დღესასწაულზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

დღესასწაული თითქმის სამი კვირა გრძელდება და მოიცავს პარადს, ცეცხლის ორმოზე ხტომას, მუსიკასა და ტრადიციული თეატრის სპექტაკლებს.

ხუპეის ქალაქ ნუანციუენში, მაცხოვრებლები ისვრიან „ფეიერვერკს“ – გამდნარ რკინას ასხამენ ქალაქის ცივ კედელს ნაპერწკლების შესაქმნელად. ეს მრავალსაუკუნოვანი ჩვეულება, დაშუხუა ან თიეხუა (ითარგმნება როგორც ხის ყვავილი ან რკინის ყვავილი) ჩინეთის მთავრობამ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ეს იყო ასევე ერთ-ერთი მთავარი წარმოდგენა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე 2022 წელს.

თაივანში ეს დღესაწაული საკმაოდ მასშტაბური და ექსტრემალურია. მისი ერთ-ერთი ღონისძიება ცნობილია, როგორც ფუტკრის სკის ფეიერვერკების ფესტივალი. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება ქალაქ იანშუიში, სადაც ათასობით ადამიანი ჩაფხუტითა და ცეცხლგამძლე ტანსაცმლით ვიწრო ქუჩებში ამზადებს ფეიერვერკით სავსე სკის ფორმის გამშვებებს. ისინი ისვრიან ასობით და ათასობით რაკეტას სხვადასხვა მიმართულებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება დრამატული და ხშირად შემზარავი სცენა.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები