მარტი12 , 2024
სხვადასხვაფეხების შეკვრის ჩვეულება(缠足 – Chánzú)

ფეხების შეკვრის ჩვეულება(缠足 – Chánzú)

-

- Advertisment -spot_img

ჩანწუ – ჩინეთში გავრცელებული ჩვეულება, რომელიც ახალგაზრდა გოგონებისთვის ფეხების ფორმისა და ზომის შეცვლის მიზნით მათ მჭიდროდ შეკვრას გულისხმობდა. ამ ფორმით სახეშეცვლილ ფეხებს ლოტოსის ტერფებს უწოდებდნენ, ხოლო სპეციალურ ფეხსაცმელს – ლოტოსის ფეხსაცმელს. ეს ჩვეულება საკმაოდ მტკივნეულ პროცესთან ასოცირდებოდა, ქალები იტანჯებოდნენ, იზღუდებოდა მათი გადაადგილება, ხდებოდნენ უუნაროები. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და ტაბუირებული ფორმა გააჩნდა.

წარმოიშვა X საუკუნის ჩინეთში ხუთი დინასტიისა და ათი სამეფოს პერიოდში და თანდათან პოპულარული გახდა ელიტურ წრეებში სონგის დინასტიის დროს. ცინგის დინასტიის პერიოდში (1636–1912) კი დაბალ სოციალურ ფენაშიც გავრცელდა. გვიან იმპერიულ ჩინეთში არაბუნებრივად პატარა ფეხები ითვლებოდა სტატუსის განმსაზღვრელ სიმბოლოდ და ქალური სილამაზის გამომხატველ ნიშნად.  XIX საუკუნისთვის ჩინელი ქალების 40-50%-ს, ხოლო მაღალი კლასის ხანის დინასტიის ქალბატონების თითქმის 100%-ს ლოტოსის ტერფები ჰქონდათ.

აღნიშნული პრაქტიკა დროთა განმავლობაში, რეგიონებისა და სოციალური კლასის მიხედვით, იცვლებოდა. მაგალითად, XVII საუკუნეში მანწუს იმპერატორებმა სცადეს ამ ტრადიციის აკრძალვა, თუმცა უშედეგოდ, რადგან ლოტოსის ტერფების ქონა ქორწინების პერსპექტივებს საგრძნობლად ზრდიდა.

XIX  საუკუნის ბოლოს ქრისტიანი მისიონერები და ჩინელი რეფორმატორები ამ პრაქტიკას ღიად დაუპირისპირდნენ, თუმცა მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო მისი გაქრობა. უკვე 90 წელზე მეტი გავიდა, რაც ჩინეთში პატარა ფეხსაცმლის ტარება აიკრძალა. ამჟამად მსოფლიოში ამ ტრადიციის გამგრძელებელი მხოლოდ 10-მდე ქალბატონიღა შემორჩა.

 

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები