აპრილი20 , 2024
კონსულტაციაფრენებიჩინეთთან ფრენები იანვრიდან აღდგება

ჩინეთთან ფრენები იანვრიდან აღდგება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველო ჩინეთთან რეგულარულ ფრენებს იანვრიდან განაახლებს.

-

- Advertisment -spot_img

China Southern Airlines – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი მოწინავე ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით იანვრიდან განაახლებს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტული სახელმწიფოა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა: „სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც.”

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქვეყნის საავიაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა უწყებები აქტიურად ცდილობენ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოიყვანონ. მისი თქმით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში რეგიონულ სატრანზიტო ჰაბად გარდაქმნის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს.

სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს, პანდემიამდე, ჩინეთიდან 48,071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 50.9%-ით იყო გაზრდილი, ხოლო ტოპ 15 ვიზიტორ ქვეყანას შორის ჩინეთი მეთხუთმეტე ადგილზე იმყოფებოდა.

რეგულარული ფრენები ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო მარშრუტზე იანვრიდან განახლდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციით, ურუმჩისა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2023 წლის 25 მარტამდე, კვირაში 1 ფრენის სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება.

2020 წლის იანვარს, China Southern Airlines-ის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების შეჩერების მიზეზი გახდა კოვიდ-19-ის ინფექციით გამოწვეული პანდემია. უკანასკნელი რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით ჩინეთიდან 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.

ჩინეთში საერთაშორისო მიმოსვლის დროებითი ზომები 8 იანვრიდან ამოქმედდა.
დეტალურ ინფორმაციას აღნიშნული ზომების შესახებ ჩვენს სიახლეში წაიკითხავთ

shorturl.at/adrtH 

By Jules Meulemans - http://www.airliners.net/photo/China-Southern-Airlines/Airbus-A330-223/1903623/L/, GFDL, https://commons.wikimedia.org/w/index.php?curid=17598826

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები

%d bloggers like this: