აპრილი16 , 2024
კატეგორიის გარეშექართული ენის სწავლების ინოვაციური მეთოდების პრეზენტაციას ადამიანის უფლებათა დაცვისა...

[:ka]ქართული ენის სწავლების ინოვაციური მეთოდების პრეზენტაციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უმასპინძლა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

2 მარტს, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, ეთნიკური უმცირესობების, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლების ინოვაციური მეთოდების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მოიცავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის როგორც ქართული ენის, ასევე, ტექნიკური საგნების სწავლების პროგრამას.

საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: ბესიკ ქარცივაძე, ა(ა)იპ “რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაციის” პრეზიდენტი, სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე და მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა  ბესიკ ქარცივაძემ.

„პროექტი მოიცავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის როგორც ქართული ენის, ასევე, ტექნიკური საგნების სწავლების პროგრამას. ეს იქნება ინოვაციური პროექტი, რომელსაც სწავლების მეთოდიკით დღეს ანალოგი არ აქვს. ჩვენ ინოვაციური სწავლების ცენტრებს ყველა რეგიონში ვხსნით. 1 კვირაში დავიწყებთ ამ ცენტრების ამუშავებას. პროგრამა შევა მრავალშვილიან ოჯახებში, სოციალურად დაუცველთა ოჯახებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოებაში“, – განაცხადა ბესიკ ქარცივაძემ.

ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას  ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, სრულმა პროფესორმა, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა ქართული ენის შესასწავლი პროგრამის სხვადასხვა დონე გააცნო.

აღნიშნული პრეზენტაცია პროექტ “თანადგომის” ფარგლებში გაიმართა, რომლის პარტნიორებიც არიან:
– საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

– ა(ა)იპ “რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაცია”

– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრი

– ა(ა)იპ “უნიკა ჯგუფი”

– შპს “საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრი”

– აიპ “საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაცია”

– აიპ “განათლების ხარისხის განვითარებისა და მომსახურების ალტერნატიული ცენტრი”

– აიპ “უფლება და თავისუფლება XXI”

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები