Home კულტურა ქართული ჩაის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

[:ka]ქართული ჩაის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა[:]

0
4409

[:ka]

„საპარტნიორო ფონდის“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, ქარვასლაში ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება „ქართული ჩაი 170 წლისაა“ გაიმართა.

ღონისძიებაში ჩაის მწარმოებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილოება. მას სპეციალურ სტუმრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობის, ჩაის ინდუსტრიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელი ქართული ჩაის საიუბილეო თარიღია. ”ჩინური ჩაის ბუჩქები საქართველოში 170 წლის წინ დაირგა. თუმცა, ჩაის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 1809 წელს მამია გურიელმა გამოხატა და საკუთარ ბაღში ჩაის ბუჩქი დარგო.

ქართული ჩაის ინდუსტრიული ისტორია 1847 წლიდან იწყება. ჩაის პირველი ჩინური ბუჩქები ოზურგეთში, სააკლიმატიზაციო ნაკვეთში დაირგა, რომელიც სოჭის ბოტანიკური ბაღიდან გენერალ-გუბერნატორ ვორონცოვის განკარგულებით გადმორგეს.

1893 წელს საქართველოში მონო პლანტაციები გააშენდა. საერთაშორისო აღიარება ქართულმა ჩაიმ პირველად 1900 წელს, პარიზში მოიპოვა , სადაც იგი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

„საპარტნიორო ფონდის“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიერ გამართული ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის ღვაწლმოსილი სპეციალისტები დააჯილდოვეს.

[:]

NO COMMENTS