აპრილი24 , 2024
Lifestyleშავი ჩაი ფვუძიენის მთებიდან

[:ka]შავი ჩაი ფვუძიენის მთებიდან [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩრდილოეთ ფვუძიენის პროვინციის შორეულ მხარეში, ძიანგსისა და ჭეძიანგის პროვინციის საზღვართან ახლოს, უ’ის მთის ქედი მდებარეობს, რომელიც ულამაზესი პეიზაჟითა და განთქმული ჩაითაა ცნობილი. ჩინელ ტურისტებს შორის ქედი ძალიან პოპულარულია, თუმცა საერთაშორისო დონეზე ის ნაკლებადაა ცნობილი. ფვუძიენის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით წლის განმავლობაში იწარმოებოდა ჩაი. თავდაპირველად მწვანე ჩაი წარმოიქმნა შეზღუდული რაოდენობით. შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა. დღეს მსოფლიოში შავი ჩაი ყველაზე გავრცელებულია.

Black tea's journey from the mountains of Fujian
[ფოტო/China Daily]

სოფელ თუნგმუში მწვანე ჩაის წარმოებას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ერთხელ ერთ-ერთი მოსავლის აღების პერიოდში გენერალმა, რომელიც ძიანგსის შეტაკებებში მონაწილეობდა, საზღვარი ფვუძიენში გადაკვეთა და თავის მეომრებთან ერთად უ’ის (Wuyi ) მთებს შეაფარა თავი. მათ აიღეს სოფელი და მოსახლეობა გააქციეს. ბრძოლაში მყოფი მეომრები დასაძინებლად და დასასვენებლად ახლად დაკრეფილ ჩაის მოსავალს იყენებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მათ დატოვეს ტერიტორია. როცა სოფლის მცხოვრებნი თავიან სახლებს დაუბრუნდნენ, მათ ჩაის მოსავალი განადგურებული დახვდათ. ფოთლები იყო დატეხილი და დასრესილი. მცენარეს უკვე დაეწყო ოქსიდირება და ფერი შეცვლოდა. თავდაპირველად მათ გადაწყვიტეს, რომ გადაეყარათ განადგურებული მოსავალი. ამ დროს ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ დაეწვათ მოსავალი ფიჭვთან ერთად. ეს გამოიწვევდა ძლიერი და სურნელოვანი კვამლის წარმოქმნას. წვის შედეგად წარმოქმნილმა გამხმარმა ჩაის ფოთლებმა განსხვავებული სახეობის ჩაი წარმოქმნეს. სოფლელებმა ეს ჩაი ქალაქში მცხოვრებ ვაჭარს ჩაუტანეს და სთხოვეს პორტით ინდონეზიაში გადაეტანა. ამის შემდეგ ჩაი ევროპაშიც გავრცელდა.

Black tea's journey from the mountains of Fujian
[ფოტო/China Daily]

პირველად თანამედროვე ჩინეთში, განსხვავებული არომატის შავი ჩაი სახელით, ჭენგშან სიაოჭუნგი გავრცელდა. ცინგის დინასტიის პერიოდში (1644-1911) ვაჭრობისთვის “ამოის” პორტი გაიხსნა. შავი ჩაი უ’ის მთებიდან მეტად პოპულარული გახდა და მასზე მოთხოვნა თანდათან გაიზარდა. თავისი უნიკალური და სრულიად განსხვავებული არომატის გამო, ის ჩინური პალატისთვის შეუფერებელი იყო, ამიტომაც მას ძირითადად ექსპორტისთვის ამზადებდნენ. მოვლენები 2007 წელს შეიცვალა, როდესაც ფვუძიენის პროვინციამ ოფიციალურად სოფელ თუნგმუს მცხოვრებთ სთხოვა, დაემზადებინათ შავი ჩაი ყოველგვარი დანამატების გარეშე.

შედეგად მიიღეს ჰაეროვანი და ტკბილი არომატის ჩაი, რომელსაც საჩუქრად გადასცემდნენ ოფიციალურ პირებს. ჩაი მალე საქვეყნოდ გახდა ცნობილი და ის იყიდებოდა ჩინეთის ყველა კუთხეში.

Black tea's journey from the mountains of Fujian
[ფოტო/China Daily]
[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები