აპრილი19 , 2024
კულტურადღესასწაულებიშემოდგომის ფესტივალის 6 პოპულარული კერძი

[:ka]შემოდგომის ფესტივალის 6 პოპულარული კერძი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთში შემოდგომის ფესტივალისთვის განკუთვნილი კერძი ასოცირდება სეზონურ მოსავალთან, როგორიც არის გოგრა, ტარო, კიბორჩხალები და სხვა სადღესასწაულო ნუგბარი, მაგალითად, მთვარის ნამცხვარი.

ჩინელ ხალხს სწამს, რომ სეზონური კერძი ყველაზე გემრიელი და ჯანსაღია, ამიტომაც შემოდგომის ფესტივალზე დელიკატესებს უპირატესობა ენიჭება. მრგვალი ფორმის კერძი ერთიანობასა და მთლიანობას აღნიშნავს. მთვარის ნამცხვარიც სიმბოლურია და, ჩვეულებრივ, კეთილი სურვილებსა და სიხარულს აღნიშნავს.

1. მთვარის ნაცხვარი

Mooncakesმთვარის ნამცხვარი  შემოდგომის ფესტივალის ყველაზე პოპულარული და ერთ-ერთი აუცილებელი ტკბილეულია. დღესასწაულის დროს ნამცხვარს ყველა მაღაზიის დახლზე შეხვდებით. ტრადიციულად ტკბილეულს თხელი ცომისა და ტკბილი მაგარი შიგთავსისაგან ამზადებენ, თუმცა მისი მრავალგვარი სახეობა არსებობს. ტრადიციისამებრ წარსულში მთვარის ნამცხვარს თითქმის ყველა ოჯახში ამზადებდნენ. დღეს ეს ჩვეულება თითქმის მივიწყებულია.
2. შემწვარი იხვი
Roasted duckიხვი შემოდგომის ფესტივალის მეორე უმთავრესი კერძია. ჩინელი ხალხი მიიჩნევს, რომ შემოდგომის პერიოდში იხვის ჭამა სხეულს ტემპერატურის ბალანსში ეხმარება და ზამთრისთვის ამზადებს. ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში იხვს სხვადასხვანაირად ამზადებენ. ყველაზე პოპულარული კი შემწვარი იხვია ჯინჯერით. თუმცა ამ კერძთან ერთად რეგიონში განსხვავებულ ტრადიციულ კერძებს ამზადებენ.
3. გოგრა

pumkinვინაიდან გოგრის სეზონი შემოდგომაზე დგება, ამ ფესტივალის მენიუში მასაც საპატიო ადგილი უჭირავს. შემოდგომის ფესტივალის ღამეს გოგრის ჭამა ჯანმრთელობის და სიკეთის მომტანად არის მიჩნეული.

4. მდინარის ლოკოკინები

snails

მდინარის ლოკოკინები შემოდგომის დღესასწაულის შეუცვლელი კერძია. გოგრის მსგავსად შემოდგომა ლოკოკინების ჭამისთვისაც საუკეთესო პერიოდია. გარდა ამისა, მათ სამკურნალო თვისება გააჩნიათ. მდინარის ლოკოკინებს, ძირითადად, სამკურნალო მცენარეებთან ერთად ამზადებენ, რაც  უსიამოვნო სუნს უკარგავს.

 5. ტარო – Taro

Image result for chinese taro mid autumn festival

ტარო შემოდგომის ფესტივალის კიდევ ერთი საყვარელი ტკბილეულია. მას ძალიან ფაფუკი ტექსტურა აქვს. მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია კარგად შემწვარი ტკბილი ტარო. ის თითქმის ყველა ტკბილეულის მოყვარულს უყვარს. მიიჩნევა, რომ მის ჭამას კარგი იღბალი და ჯანმრთელობა მოაქვს. ტაროს მომზადების ტრადიცია ცინგის (1644 – 1912) დინასტიიდან მოდის.

6. ორთქლზე მომზადებული კიბორჩხალები

Steamed hairy crabბოლო პერიოდში დღესასწაულის დროს კიბორჩხალების ჭამა ძალზედ პოპულარული გახდა. სექტემბერსა და ოქტომბერში კიბორჩხალები გემრიელია და სავსეა ვიტამინებით, ამიტომაც მათი ჭამა დღესასწაულის პერიოდში სასარგებლოა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები