Home ბიზნესი შენჭენში მაღალტექნოლოგიური გამოფენა გაიხსნა

[:ka]შენჭენში მაღალტექნოლოგიური გამოფენა გაიხსნა[:]

0
4481

[:ka]

16 ნოემბერს, კუანტუნგის პროვინციის ქალაქ შენჭენში ჩინეთის მაღალტექნოლოგიური გამოფენა 2017 საზეიმოდ გაიხსნა. გამოფენაზე 30 ქვეყნის 3000-ზე მეტი ექსპონანტი იყო წარმოდგენილი.

120 000 კვადდრატულ მეტრზე განთავსებულ 12 საგამოფენო ზონაში წარმოდგენილი იყო მაღალტექნოლოგიური პროდუქტები გარემოს დაცვის, ბიოლოგიური მეცნიერებების, ენერგეტიკის, ახალი მასალების, სამხედრო და სამოქალაქო ინტეგრაციისა და სენსორული ტექნოლოგიების სფეროდან.

ღონისძიება გაგრძელდება 6 დღე და გაიმართება 100 ტექნიკური შეხვედრა და ფორუმი, სადაც განხილული იქნება სხვადასხვა სექტორი. გამოფენის ორგანიზატორთა მიერ დაფინანსდება ადგილობრივი მაღალტექნოლოგიურ კომპანიებსა და უცხოურ კომპანიათა მფლობელებს შორის შეხვედრები.

ჩინეთის მაღალტექნოლოგიური გამოფენა დაარსდა 1999 წელს. ის არის ყველაზე დიდი და გავლენიალი გამოფენა ტექნოლოგიათა სფეროში.

[:]

NO COMMENTS