[:ka]

2017 წლის 1 აგვისტოს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია (PLA) დაარსებიდან 90-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად გრანდიოზული აღლუმი გაიმართება. კვირას, 30 ივლისს, ჭუჟ’ხეს საწვრთნელ ბაზაზე, შიდა მონღოლეთში სამხედრო ტექნიკის უკანასკნელი მოდელების აღლუმი გაიმართა.

ჭუჟ’ხეს საწვრთნელ ბაზაზე წარმოდგენილ ასობით საბრძოლო ტექნიკას შორის, 16 უახლესი ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა იყო. საბრძლო ტექნიკის უახლეს მოდელებს შეუძლია მტრის რადარის, საჰაერო თავდაცვისა და საველე ბრძოლების საკომუნიკაციო საშუალებათა ჩაშლა, იტყობინება აღლუმის  ელექტრონული კონფრონტაციის ფორმირების ხელმძღვანელი უ იაფვეი. მისივე თქმით, ელექტრონული საბრძოლო ტექნიკა თანამედროვე ომში ბრძოლის ძირითადი საშუალებაა. “არმიაში ახალი ელექტრონული საბრძოლო ტექნიკის დანერგვა მნიშვნელოვნად გაზრდის თავის შესაძლებლობებს ამ სფეროში,” – განაცხადა უ იაფვეიმ.

აღლუმზე ასევე წარმოადგინეს ელექტრონული სადაზვერვო მანქანის ორი მოდელი: Y-8 ელექტრონული რადიოგადაცემათა ჩახშობი თვითმფრინავი და სამხედრო თვითმფრინავების ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ მტრის ადრეული გაფრთხილება და საკომუნიკაციო სისტემების “პარალიზება და ჩახშობა”.

 [:]