მარტი28 , 2024
კულტურახელოვნებაჩინეთის ახალგაზრდული ორკესტრის პირველი ნაბიჯები

[:ka]ჩინეთის ახალგაზრდული ორკესტრის პირველი ნაბიჯები[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]ჩინეთში პირველი ეროვნული ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდა.

როგორც მედიისთვისაა ცნობილი, ორკესტრის შემადგენლობაში 53 ქალი და 52 მამაკაცი მუსიკოსი შედის, რომელთა საშუალო ასაკი 14-დან 21 წლამდეა. ორკესტრის თითოეული წევრი ჩინური წარმომავლობისაა. ახალგაზრდა მუსიკოსთა შერჩევა ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“სინამდვილეში ჩინეთში რამდენიმე მუსიკალური ინსტიტუტი საკუთარი ახალგაზრდული ორკესტრის მფლობელია, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალგაზრდა ჩინელი მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან საერთო კულტურულ მემკვიდრეობას წარუდგენენ მსოფლიოს”-განაცხადა, ჩინეთის ეროვნული ახალგაზრდული ორკესტრის თანადამფუძნებელმა.

ცნობილია, რომ შანხაის დაფუძნებული ვაილიან ჯგუფის სპონსორობით, ჩინეთის ახალგაზრდული ორკესტრის წევრები აშშ-ში ივლისში სრული სტიპენდიით გაემგზავრებიან. ორი კვირის განმავლობაში ისინი რეპეტიციებს და მასტერკლასებს გაივლიან ამერიკელ პროფესიონალებთან, აგრეთვე დაესწრებიან სემინარებს და ეწვევიან აშშ-ს ახალგაზრდულ ორკესტრს.

აშშ-ში ორკვირიანი ტრენინგისა და კარნეგის ჰოლში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, ახალგაზრდა მუსიკოსები ივლისში საზეიმო ღონისძიებას გამართავენ პეკინსა და შანხაიში.

რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ახალგაზრდული ორკესტრის ორი წევრი მედიას შეხვდა.

14 წლის ოუიანგ პეილი უკრავს საყვირზე, ხოლო 17 წლის სიე ლიუენი კი მევიოლინეა. ისინი შანხაის კონსერვატორიის მოსწავლეები არიან.  მედიასთან შეხვედრისას მათ განაცხადეს, რომ მოხარულნი არიან ახალი გამოწვევით და იმედოვნებენ, ეროვნულ ახალგაზრდულ ორკესტრში მოღვაწეობა მათ დიდ წარმატებას მოუტანს.

 

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები