აპრილი23 , 2024
ახალი ამბებიჩინეთის ელჩი თაივანში ნენსი პელოსის ვიზიტზე

ჩინეთის ელჩი თაივანში ნენსი პელოსის ვიზიტზე

-

- Advertisment -spot_img

თაივანის საკითხში გარეშე ძალების ჩარევა დაუშვებელია,
ცეცხლთან მოთამაშე თვითონვე დაიწვება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი

მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს, თაივანი კი – ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს 1971 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის №2758 რეზოლუცია. მას შემდეგ, რაც 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაარსდა, მასთან 181-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, „ერთი ჩინეთის“ პრინციპის საფუძველზე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. „ერთი ჩინეთის“ პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმას წარმოადგენს.

2022 წლის 2 აგვისტოს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა, ჩინეთის ძლიერი ოპოზიციისა და მკაცრი წარდგენის უგულებელყოფით, ჩინეთის ტაივანის რეგიონში შეუთანხმებელი ვიზიტი განახორციელა. ეს „ერთი ჩინეთის“ პრინციპისა და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. იგი სერიოზულად აზიანებს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების პოლიტიკურ საფუძველს და არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე სერიოზულად უთხრის ძირს თაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას და არასწორ სიგნალს უგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს. ჩინური მხარე სასტიკად გმობს ამ ქმედებას, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის მიმართ მკაცრი წარდგენა გააკეთა და სასტიკი პროტესტი გამოუცხადა.

ეს ვიზიტი სრული ფარსი იყო. 1979 წელს „ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეში“ შეერთებულმა შტატებმა მკაფიო პირობა დადო, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, როგორც ჩინეთის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობას. ამ კონტექსტში, ამერიკელი ხალხი შეინარჩუნებს კულტურულ, სავაჭრო და სხვა არაოფიციალურ ურთიერთობებს თაივანელ ხალხთან“. კონგრესი, როგორც აშშ-ის მთავრობის ნაწილი, ვალდებულია მკაცრად დაიცვას აშშ-ის მთავრობის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა და თავი შეიკავოს ჩინეთის თაივანის რეგიონთან ოფიციალური კავშირებისგან. ვინაიდან სპიკერი პელოსი არის აშშ-ის კონგრესის მოქმედი ლიდერი, მისი საქმიანობა თაივანში ნებისმიერი ფორმით და მიზეზით, არის სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია თაივანთან აშშ-ის ოფიციალური ურთერთობის გასაძლიერებლად, რაზეც აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, რომ აღკვეთოს.

აშშ ამტკიცებს, რომ ჩინეთი სიტუაციის ესკალაციას ახდენს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ აშშ ცდილობს გამოიყენოს „თაივანის კოზირი“ ჩინეთის განვითარების შესაჩერებლად. პირველ რიგში, სწორედ აშშ ახდენს ჩინეთის პროვოცირებას თაივანის საკითხით, უხეშად არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკული მხარის განცხადებით, მას არ შეუძლია კონგრესის შეზღუდვა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გამო, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ყველაზე ძირითადი ნორმაა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, განსაკუთრებით კი – მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები უწესოდ არ უნდა მოიქცნენ. ამერიკული მხარე ასევე აცხადებს, რომ ჩინეთის გაერთიანებისკენ სწრაფვა თაივანისთვის „საფრთხეს“ წარმოადგენს. ლოგიკურია, რომ თაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და თაივანის საკითხი მხოლოდ ჩინეთის შიდა საქმეა. ჩინეთი ლეგიტიმურად და სავსებით სამართლიანად იცავს ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება ქვეყნის დაყოფას.

დღეს თაივანის სრუტე დაძაბულობისა და მძიმე გამოწვევების ახალი რაუნდის წინაშე დგას. ამის ფუნდამენტური მიზეზი თაივანის ხელისუფლებისა და შეერთებული შტატების მიერ სტატუს კვოს შეცვლის მცდელობებია. თაივანის ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერის იმედად ცდილობს დამოუკიდებლობის დღის წესრიგის გატარებას და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს „დე-ჩინეთიზაციას“ და „თაივანის დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ პროგრესს“. თავის მხრივ, შეერთებული შტატები „თაივანის გამოყენებით ცდილობს ჩინეთის შეკავებას“. იგი მუდმივად ამახინჯებს, ასხვაფერებს და არასწორად გადმოსცემს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, აძლიერებს ოფიციალურ კავშირებს თაივანთან და აქეზებს „თაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ საქმიანობას. დროის დინების წინააღმდეგ სვლა „ერთი ჩინეთის“ თაობაზე საერთაშორისო კონსენსუსს და თაივანის სამშობლოში დაბრუნების ისტორიულ ტენდენციას ვერ შეცვლის, ცეცხლთან მოთამაშე – თვითონვე დაიწვება.

ჩინეთის მთავრობისა და ხალხის პოზიცია თაივანის საკითხზე თანმიმდევრულია. ეს არის 1,4 მილიარდზე მეტი ჩინელის ურყევი თავდადება, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სამშობლოს გაერთიანება ყველა ჩინელი ქალ-ვაჟის საერთო მისწრაფება და წმინდა პასუხისმგებლობაა. „ერთი ჩინეთის“ პრინციპი არის საერთაშორისო საზოგადოების ზოგადი კონსენსუსი, ჩინეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის პოლიტიკური საფუძველი, მისი ძირითადი ინტერესების ბირთვი და გადაულახავი წითელი ხაზი. შეერთებულ შტატებში ზოგიერთები აგრძელებენ თაივანის საკითხით ჩინეთის სუვერენიტეტის პროვოცირებას, „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, რასაც ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება. აშშ-ის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მხარესა და „თაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს ეკისრებათ.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები